მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დეფექტის გამო, Mercedes-მა 144 000-მდე ავტომობილი უკან გაიხმო
დეფექტის გამო, Mercedes-მა 144 000-მდე ავტომობილი უკან გაიხმო

დეფექტის გამო, Mercedes-მა 144 000-მდე ავტომობილი უკან გაიხმო

BM.GE11 მაისი, 2026, 17:40|bm.ge

ტექნიკური დეფექტის გამო, გერმანულმა Mercedes-Benz-მა 2024-2026 წლების 144,000-ზე მეტი მოდელი უკან გამოიხმო.

აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ხარვეზი ციფრული ხელსაწყოების პანელს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, პროგრამული პრობლემა იდენტიფიცირებული ავტომობილების 100%-ს ეხება. გაწვევა მოიცავს ისეთ მოდელებს, როგორიცაა: AMG GT, C-class, E-class, SL-class, CLE-class და GLC-class.

როგორც ირკვევა, პრობლემა საინფორმაციო-გასართობი სისტემის მართვის ბლოკის პროგრამულ უზრუნველყოფაშია. NHTSA-ის მონაცემებით, სისტემის მუშაობისას, შესაძლოა, გაიზარდოს იძულებითი გადატვირთვის სიხშირე, რაც ციფრული ეკრანის დროებით გათიშვას იწვევს. აღნიშნული ხარვეზის გამო მძღოლი კარგავს წვდომას მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, რაც ავარიის რისკს ზრდის. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სისტემის გათიშვამდე მძღოლი წინასწარ გაფრთხილებას არ იღებს, ხოლო ხარვეზის დროს პანელი სისტემის გადატვირთვამდე ითიშება.

აღსანიშნია ისიც, რომ პრობლემის მოგვარება საკმაოდ მარტივია და ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას გულისხმობს. კომპანია ავტომობილების მფლობელებს სთხოვს, ეწვიონ Mercedes-Benz-ის ავტორიზებულ სერვისცენტრებს, სადაც ტექნიკოსები მართვის ბლოკის პროგრამას განაახლებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE