მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Dell-ის კვარტალური შემოსავალი 88%-ით - კომპანიის აქციების ფასი 31%-ით გაიზარდა
Dell-ის კვარტალური შემოსავალი 88%-ით - კომპანიის აქციების ფასი 31%-ით გაიზარდა

Dell-ის კვარტალური შემოსავალი 88%-ით - კომპანიის აქციების ფასი 31%-ით გაიზარდა

BM.GE29 მაისი, 2026, 21:18|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Dell-მა 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. გასულ სამ თვეში კომპანიის შემოსავალი 88%-ით გაიზარდა და $43.84 მილიარდი შეადგინა, რითაც უოლ-სტრიტის პროგნოზს ($35.43 მლრდ.) მნიშვნელოვნად გადააჭარბა. აღსანიშნი ფაქტია, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $965 მილიონის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $3.44 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება თითო აქციაზე მოგებას, ამ მაჩვენებელმა $4.86 შეადგინა და ექსპერტების ნავარაუდევ $2.94-ს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

ბოლო 3 თვეში ყველაზე წარმატებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების დეპარტამენტი აღმოჩნდა, რომლის შემოსავალიც 181%-ით გაიზარდა და $29 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნია ის, რომ კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის სერვერების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 757%-ით გაიზარდა და მან $16.1 მილიარდს მიაღწია. პარალელურად, სამომხმარებლო პროდუქტების მიმართულების შემოსავალმა $14.6 მილიარდი შეადგინა, რაც მხოლოდ 17%-იანი ზრდაა.

როგორც ანალიტიკოსების აღნიშნავენ, კომპანიის ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმმა განაპირობა. როგორც ცნობილია, Dell-ი ძირითადად Nvidia-ს გრაფიკული პროცესორებით აღჭურვილ სერვერებს აწყობს. Nvidia-ს პროდუქციაზე კი მოთხოვნა ბოლო თვეებში მკვეთრადაა გაზრდილი. როგორც ირკვევა, ამერიკულმა ფირმამ ისარგებლა მეხსიერების ჩიპების გლობალური დეფიციტით და იანვარში პროდუქციაზე ფასები გაზარდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება კონკრეტულად ამ კუთხით შემოსავლების 757%-იანი მატება.

კვარტალური შედეგების გამოქვეყნების ფონზე, კომპანიამ 2027 ფისკალური წლის საპროგნოზო მაჩვენებლებიც განაახლა და წლიური შემოსავალი $165 მილიარდიდან $169 მილიარდამდე დიაპაზონში განსაზღვრა. LSEG-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები კი ამ პერიოდისთვის ოდნავ ნაკლებს, $142.5 მილიარდის შემოსავალს ვარაუდობდნენ. მენეჯმენტის მოლოდინით, მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის სერვერებიდან მიღებული წლიური შემოსავალი $60 მილიარდს მიაღწევს, რაც 144%-იან ზრდაზე მიუთითებს.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ფინანსური მონაცემების გასაჯაროების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 31%-ით გაიზარდა. ამჟამად მისი ერთი აქცია $317.05-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $205.95 მილიარდს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ Dell-ი საჯარო ბაზარს 2018 წელს დაუბრუნდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE