მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დემოკრატიულმა პარტიამ კონტროლი სენატზეც დაიბრუნა
დემოკრატიულმა პარტიამ კონტროლი სენატზეც დაიბრუნა

დემოკრატიულმა პარტიამ კონტროლი სენატზეც დაიბრუნა

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 13:43|bm.ge

2026 წლის აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე დემოკრატიულმა პარტიამ სენატზე კონტროლი დაიბრუნა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დემოკრატებმა უმრავლესობა მოიპოვეს კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაშიც.

CBS News-ის საპროგნოზო მონაცემებით, დემოკრატებმა გამარჯვება მოიპოვეს ისეთ შტატებშიც, სადაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპმა ორნიშნა უპირატესობით გაიმარჯვა. მათ შორის, ათწლეულების განმავლობაში პირველად, დემოკრატებმა სენატორის სავარძლები ტეხასსა და კანზასში დაიკავეს.

არჩევნებამდე სენატში უმრავლესობას (53 ადგილი 47-ის წინააღმდეგ) რესპუბლიკელები ფლობდნენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად დემოკრატებს 4 ადგილის გადაბარება სჭირდებოდათ. მათ წარმატებას მიაღწიეს ტეხასში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სამხრეთ კაროლინაში, ოჰაიოში, კანზასსა და აიოვაში, პარალელურად კი შეინარჩუნეს პოზიციები ჯორჯიასა და ნიუ-ჰემპშირში.

ამერიკული მედია წერს, რომ საარჩევნო კამპანიის ბოლო თვეებში რესპუბლიკელთა პოზიციები შეარყია ირანთან ომმა და საწვავის (ბენზინისა და დიზელის) ფასების მკვეთრმა ზრდამ. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებმა ასობით მილიონი დოლარი დახარჯეს საკვანძო შტატების დასაცავად, ამომრჩეველთა უკმაყოფილებამ დემოკრატებს გამარჯვების შესაძლებლობა მისცა.

დემოკრატებს სენატში უმრავლესობა ბოლოს 2022 წელს ჰქონდათ, რის შემდეგაც, 2024 წელს, კონტროლი რესპუბლიკელებმა გადაიბარეს. საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში უმრავლესობის მოპოვება დემოკრატებს საშუალებას მისცემს, დაბლოკონ პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატურები და აკონტროლონ საკანონმდებლო დღის წესრიგი, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს პრეზიდენტის შესაძლებლობებს მისი უფლებამოსილების ბოლო ორ წელიწადში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარტიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • მმართველი გუნდის საკონსტიტუციო სარჩელს, ზუსტად ერთ კვირაში, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ახალი არგუმენტები უნდა დაუპირისპიროს - პარტიების აკრძალვის საკითხზე სხდომები მომავალ ორშაბათს განახლდებარუსთავი 2
  • მაია მწარიაშვილი განმარტავს, როდის შეიძლება პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე იყოს საუბარიტვ პირველი
  • კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევსფორმულა
  • იაგო ხვიჩია IRI-ის კვლევაზე: დადასტურდა, რომ ე.წ. ბოიკოტობანა ქართველ ხალხს არ მოსწონს და იმ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს მოუწოდებდნენ, ფაქტობრივად, რეიტინგები გაუნულდათ - რჩევაა, დაიშალონ, გაქრნენ, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს იმ ტყუილებისთვის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ეუბნებოდნენიმედი
პარტიის →

მსგავსი სტატიები

იმედი L-მა RKENA 2026-ის ფარგლებში სტუმრებს ინტერაქციული სივრცე შესთავაზა

იმედი L-მა RKENA 2026-ის ფარგლებში სტუმრებს ინტერაქციული სივრცე შესთავაზა

BM.GE

რონალდინიო Cipriani Batumi-ს პირველი აპარტამენტის მფლობელი გახდება | ირაკლი კვერღელიძე

რონალდინიო Cipriani Batumi-ს პირველი აპარტამენტის მფლობელი გახდება | ირაკლი კვერღელიძე

BM.GE

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

BM.GE

შარშან ჰესების მშენებლობის ბაზრის მოცულობა ₾600 მილიონამდე იყო - GCCA

შარშან ჰესების მშენებლობის ბაზრის მოცულობა ₾600 მილიონამდე იყო - GCCA

BM.GE