მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიას ₾10,4 მლნ-ის სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული|TI
დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიას ₾10,4 მლნ-ის სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული|TI

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიას ₾10,4 მლნ-ის სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული|TI

BM.GE6 მაისი, 2026, 11:59|bm.ge

"ოცნების" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიას 10,4 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" წერს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გიორგი ჯაფარიძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ, შპს “ექსპერტ ჰაუსმა” 2018 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებით, 10,446,411 ლარი მიიღო.

"ამ ხნის განმავლობაში მან 24 ტენდერში გაიმარჯვა და 8 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. ბოლო, 990,000 ლარის ღირებულების ტენდერი კომპანიამ მესტიის მუნიციპალიტეტისგან 2026 წლის აპრილში მიიღო.

შპს “ექსპერტ ჰაუსის” ძირითადი საქმიანობაა, ზედამხედველობა გაუწიოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ასევე სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული რომელიმე კომპანია მოიგებს სამშენებლო ტენდერს და მის მიერ გაწეული სამუშაოს კეთილსინდისიერებას შეამოწმებს და დაუდასტურებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტს გიორგი ჯაფარიძის კომპანია “ექსპერტ ჰაუსი”.

შპს “ექსპერტ ჰაუსი” 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, გიორგი ჯაფარიძე მის 43% წილს ფლობს, 5% წილის მფლობელია მურად ჯობავა, 20% წილს ირაკლი ქელბაქიანი ფლობს, 32% წილის მფლობელი და დირექტორი კი კახაბერ გამისონიაა. აღსანიშნავია, რომ “ექსპერტ ჰაუსის” 43% წილს წარსულში ვიქტორ ჯაფარიძის უფროსი ვაჟი, ოთარ ჯაფარიძე ფლობდა, რომელმაც ეს წილი თავის ძმას 2023 წლის მარტში 300,000 ლარად მიჰყიდა.

“ექსპერტ ჰაუსთან” დაკავშირებული პირები ფიქსირდებიან პოლიტიკურ შემწირველებს შორისაც: კახაბერ გამისონიამ 2014 წელს 15,000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”, მურად ჯობავამ კი 2014-2017 წლებში 47,000 ლარი შესწირა ამავე პარტიას.

ზემოაღნიშნული გარემოებები და შპს “ექსპერტ ჰაუსის” პირდაპირი კავშირები “ქართულ ოცნებასთან” აჩენს ეჭვებს სახელმწიფო შესყიდვებში მისი ჩართულობის კანონიერებასთან დაკავშირებით, რაც მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს", - წერს TI.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შსს-მ 30 მილიონის ღირებულების 103 კგ „მეტამფეტამინი“ ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შსს-მ 30 მილიონის ღირებულების 103 კგ „მეტამფეტამინი“ ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

BM.GE

Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი 'პოზიტიურ' დონემდე გაზარდა

Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი 'პოზიტიურ' დონემდე გაზარდა

BM.GE

ომის დასრულების მოლოდინში ნავთობი 6%-ით გაიაფდა

ომის დასრულების მოლოდინში ნავთობი 6%-ით გაიაფდა

BM.GE

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

BM.GE