მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დეპუტატმა არ იცის, ვინ ისარგებლა ე.წ. "ოფშორების კანონით"|ინფორმაციას BMG-ის არც შემოსავლების სამსახური აწვდის
დეპუტატმა არ იცის, ვინ ისარგებლა ე.წ. "ოფშორების კანონით"|ინფორმაციას BMG-ის არც შემოსავლების სამსახური აწვდის

დეპუტატმა არ იცის, ვინ ისარგებლა ე.წ. "ოფშორების კანონით"|ინფორმაციას BMG-ის არც შემოსავლების სამსახური აწვდის

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 19:49|bm.ge

ე.წ. “ოფშორების კანონის” მიღებიდან 2 წელი გავიდა, მაგრამ უცნობია, როგორც იმ კომპანიების ვინაობა, რომლებმაც საგადასახადო შეღავათებით ისარგებლეს, ასევე, ზოგადად, მეწარმე სუბიექტების რაოდენობაც.

საქმე ეხება 2024 წელს საგადასახადო კოდექსში დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებს, რაც მოიცავდა შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული საწარმოს მიერ ქართული კომპანიისთვის აქტივების გადაცემის საგადასახადო შეღავათს. მარტივად რომ ვთქვათ, უცხოური საწარმოს ყველა აქტივის (მათ შორის, წილის/აქციის) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად თავისუფლდება ანუ აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ იბეგრება. უფრო კონკრეტულად კი, საგადასახადო შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ოფშორული კომპანია, თუ გადაწყვეტს საქართველოში შემოიტანოს: ხელოვნების ნიმუშები, საკოლექციო ნივთები, ანტიკვარიატი, ძვირფასი ლითონები (ოქრო, ვერცხლი, პლატინა), ძვირფასი ქვები (ალმასი, მარგალიტი, სხვა), ძვირფასი ლითონისგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები. კანონის თანახმად, ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები 2028 წლის იანვრამდე გრძელდება.

რამდენმა და რომელმა კომპანიებმა ისარგებლეს ე.წ. „ოფშორების კანონის შეღავათით“? - ამ კითხვით BMG-მ შემოსავლების სამსახურს 2025 წელს და ასევე, მიმდინარე წლის აპრილში მიმართა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესის დაცვით, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია. შემოსავლების სამსახურის ცხელი ხაზის ოპერატორმა გვითხრა, რომ წერილის განხილვის ბოლო ვადა 20 ივლისი, მაგრამ ისევ განიხილება და უახლოეს მომავალში უშუალოდ კითხვების პასუხის მომზადებაზე ვალდებული პირი დაგვიკავშირდება.

ე.წ. “ოფშორების კანონის” ეფექტიანობაზე BMG-მ დღეს კითხვა ამ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორსა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძესაც დაუსვა, მაგრამ დეპუტატმა გვითხრა, რომ არ იცის, ვინ ისარგებლა საგადასახადო შეღავათებით.

- თქვენი ინფორმაციით, ე.წ. ოფშორების კანონით ვინმემ ისარგებლა?

- არ ვიცი, ეს ჩემი მიზანი არ არის… ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ - იყო ერთი ამბავი ატეხილი, რომ ეს ცუდია, ასეა და ა.შ. მოვიდა MONEYVAL-ის [ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის] დასკვნა, რომ 100 პროცენტით შეესაბამება ევროკავშირის ყველა გადაწყვეტილებას და ძალიან კარგი კანონია, ამიტომ არავინ არ ინერვიულოს… თუ ვინმე ისარგებლებს ამ კანონით და გადმოიტანს საქართველოში ფულს, ეს იქნება ძალიან კარგი.

- თუმცა დღემდე არავის უსარგებლია?

- ალბათ ბევრმა ისარგებლა, ეგ ჩემი სფერო არ არის.

ე.წ. ოფშორების კანონი “ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით 2024 წელს მიიღო. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების ინიციატორი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე მაშინ ამბობდა, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულია 3 ათასამდე კომპანია, რომელთაც საქართველოში შვილობილი კომპანიები ჰყავთ და ელიან, რომ ეს ბიზნესი საქართველოში გადმოვა. “ეს ხალხი თუ ქვეყანაში გადმოვა თავისთავად გადასახადსაც მეტს გადაიხდიან, გამჭვირვალე იქნება მათი ქცევა და ქვეყანაში მეტი ფული ჩაიდება. ეს რატომ არის ცუდი არ მესმის?!”, - აცხადებდა პაატა კვიჟინაძე.

ოფშორების კანონით, ივანიშვილი მრავალმილიონიანი ხელოვნების ნიმუშების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში არ დაიბეგრება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

BM.GE

უკრაინამ IMF-ის მოთხოვნილ კანონპროექტზე უარი თქვა - €4-მილიარდიანი დაფინანსების ბედი უცნობია

უკრაინამ IMF-ის მოთხოვნილ კანონპროექტზე უარი თქვა - €4-მილიარდიანი დაფინანსების ბედი უცნობია

BM.GE

რა განაკვეთით ისესხა საქართველომ მსოფლიო ბანკისგან საბანკო რეზოლუციის ფონდისთვის $35 მლნ? - კანონპროექტი

რა განაკვეთით ისესხა საქართველომ მსოფლიო ბანკისგან საბანკო რეზოლუციის ფონდისთვის $35 მლნ? - კანონპროექტი

BM.GE

Apple-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ტერნუსი გახდა

Apple-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ტერნუსი გახდა

BM.GE