მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა, მუშაობს გამშვები პუნქტი "დარიალიც" - შსს
დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა, მუშაობს გამშვები პუნქტი "დარიალიც" - შსს

დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა, მუშაობს გამშვები პუნქტი "დარიალიც" - შსს

BM.GE13 აგვისტო, 2026, 23:06|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. უწყების ცნობითვე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიც“.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალი".

დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დღის პირველ ნახევარში შემოვიდა. პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია მყისიერად განხორციელდა.

ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია", - წერია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია - შემოსავლების სამსახური

საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია - შემოსავლების სამსახური

BM.GE

საუბარია 300 ტონაზე და არა 3000 ტონაზე, საწვავი ძირითადად გალის ავტოგასამართ სადგურებს მიეწოდა - "სოლიდუსის" დირექტორი

საუბარია 300 ტონაზე და არა 3000 ტონაზე, საწვავი ძირითადად გალის ავტოგასამართ სადგურებს მიეწოდა - "სოლიდუსის" დირექტორი

BM.GE

მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებისთვის დამატებითი აქტი არ გამოუცია

მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებისთვის დამატებითი აქტი არ გამოუცია

BM.GE

sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის

sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის

BM.GE