
საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია - შემოსავლების სამსახური
BM.GE|bm.ge
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია.
უწყების ცნობითვე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ორივე მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge