მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის

sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის

BM.GE13 აგვისტო, 2026, 22:22|bm.ge

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის სპეციალურ შეთავაზებას იწყებს. 11 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, თუ მშობელი შვილს sCoolApp-ში დაარეგისტრირებს და ის აპლიკაციაში ავტორიზაციას გაივლის, მშობელი 10 ლარს მიიღებს, ხოლო 50-ე, 100-ე, 500-ე და 1000-ე მომხმარებლები - რიგითობის შესაბამის საჩუქარს: 50, 100, 500 ან 1000 ლარს.

კამპანიაში ჩართვა მარტივია: მშობელმა შვილი sCoolApp-ში მობილბანკიდან უნდა დაარეგისტრიროს, რის შემდეგაც შვილმა აპლიკაციაში ავტორიზაცია უნდა გაიაროს. წარმატებული რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შემდეგ მშობელი საჩუქრის შესახებ შესაბამის შეტყობინებას მიიღებს. დამატებით, 50-ე, 100-ე, 500-ე და 1000-ე მომხმარებლებს კი რიგითობის შესაბამისი პრიზი ავტომატურად გადაეცემათ.

საჩუქრის მიღების შესახებ ინფორმაციას მშობელი SMS-ით ან მობილბანკის შეტყობინების სახით, ხოლო sCoolApp-ის გასააქტიურებლად საჭირო მონაცემებს ბავშვი SMS-ის საშუალებით მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ შეთავაზება ვრცელდება თითოეულ წარმატებულ რეგისტრაციაზე. შესაბამისად, თუ მშობელს რამდენიმე შვილი ჰყავს, მას შესაძლებლობა აქვს, საჩუქარი თითოეული ბავშვის რეგისტრაციისთვის ცალ-ცალკე მიიღოს.

როგორ ჩაერთოთ კამპანიაში

• დაარეგისტრირეთ შვილი sCoolApp-ში მობილბანკიდან; • დარწმუნდით, რომ შვილმა აპლიკაციაში ავტორიზაცია გაიარა; • დაელოდეთ საჩუქრის შესახებ SMS-ს ან მობილბანკის შეტყობინებას.

ინფორმაციისთვის, sCoolApp სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი აპლიკაციაა, რომლებსაც უამრავი საინტერესო შეთავაზება და ფუნქციონალი მოყვება. აპლიკაციას უკვე 185,000-მდე მოსწავლე იყენებს. გადმოწერეთ sCoolApp ან გაიგეთ მეტი აპლიკაციის შესახებ.

კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა, მუშაობს გამშვები პუნქტი "დარიალიც" - შსს

დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა, მუშაობს გამშვები პუნქტი "დარიალიც" - შსს

BM.GE

მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებისთვის დამატებითი აქტი არ გამოუცია

მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებისთვის დამატებითი აქტი არ გამოუცია

BM.GE

ვინ მიაწოდა აფხაზეთს საწვავი საქართველოდან - რა (არ) ვიცით

ვინ მიაწოდა აფხაზეთს საწვავი საქართველოდან - რა (არ) ვიცით

BM.GE

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა - ჯამში 2 მილიონი ლარით

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა - ჯამში 2 მილიონი ლარით

BM.GE