მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „დეველოპერების ინტერესი მალთაყვის ტერიტორიას უკავშირდება" - რა ხდება ფოთის უძრავი ქონების ბაზარზე?
„დეველოპერების ინტერესი მალთაყვის ტერიტორიას უკავშირდება" - რა ხდება ფოთის უძრავი ქონების ბაზარზე?

„დეველოპერების ინტერესი მალთაყვის ტერიტორიას უკავშირდება" - რა ხდება ფოთის უძრავი ქონების ბაზარზე?

BM.GE4 მაისი, 2026, 13:40|bm.ge

დეველოპერული კომპანიების ძირითადი ინტერესი ფოთში მალთაყვის ტერიტორიაზე კონცენტრირდება, რაც მისი სამშენებლო პოტენციალით არის განპირობებული - ამის შესახებ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ ადგილობრივმა საბროკერო კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

„ფოთი რეალტორის“ დამფუძნებელი სოფო გრძელიძე ამბობს, რომ უძრავი ქონების ბაზარი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ მალთაყვის სანაპირო ზოლის მოწესრიგების შემდეგ გააქტიურდა, თუმცა ბიზნესი გენერალურ გეგმის დამტკიცების მოლოდინშია.

იქამდე კი გაზრდილი ტურისტების ფონზე ადგილობრივმა მოსახლეობამ მცირე მრავალბინიანი საცხოვრებლების მშენებლობა დაიწყო. ამ დროისთვის მშენებლობები ძირითადად ქალაქის ცენტრალურ უბნებში მიმდინარეობს.

„ფოთში უძრავი ქონების ბაზარი განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქალაქის პოპულარიზაცია დაიწყო. ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ფოთი სრულად სარგებლობს მასობრივი პოპულარობით, თუმცა აშკარაა წინსვლა და ამ ეტაპზე მთავარი მოლოდინი გენერალურ გეგმას უკავშირდება.

ტურისტული მიმართულებით დიდი როლი ითამაშა მალთაყვის სანაპირო ზოლის განვითარებამ, რამაც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორების ზრდა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ნაკადები ბათუმის მასშტაბს ვერ აღწევს, ფოთისთვის ეს ძალიან დიდი ნაბიჯია. ამასთან, ქალაქი ჯერ ბოლომდე მზად არ არის გაზრდილი მოთხოვნის მისაღებად, რაც განსაკუთრებით უძრავი ქონების დეფიციტში გამოიხატება როგორც გასაყიდ, ისე გასაქირავებელ სეგმენტში.

ამ ეტაპზე ვაკვირდები, რომ საკუთარ ნაკვეთებზე მცირე მრავალბინიანი საცხოვრებლების მშენებლობა ადგილობრივებმაც დაიწყეს, რაც ბაზარზე მიწოდებას ნელ-ნელა ზრდის. მშენებლობები, ძირითადად, ცენტრალურ უბნებში მიმდინარეობს, ხოლო ზღვისპირა ზონაში დეველოპერები გენგეგმის დამტკიცებას ელოდებიან, რადგან იქ უფრო მაღალი სართულიანობის პროექტებია მოსალოდნელი“, - განაცხადა სოფო გრძელიძემ.

ამ დროისთვის ფოთში ახალ აშენებულ ბინებზე კვადრატული მეტრის ღირებულება, „ფოთი რეალტორის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, 750-დან 950 დოლარამდე მერყეობს, ხოლო მეორად ბაზარზე დიაპაზონი უფრო ფართო, 700-დან 1150 დოლარამდეა.

განსხვავებულია მიწის ნაკვეთების ფასები. ადგილობრივი საბროკერო კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით, ფასი 30-დან $100-მდე მერყეობს, რაც ლოკაციასა და მიწის ფორმაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ქირავნობის ბაზარს, ქირის ბაზარზე მოთხოვნა ძირითადად პორტსა და ლოგისტიკურ პროექტებს უკავშირდება. გრძელვადიანი ქირის ფასი 500-დან 1500 ლარამდე მერყეობს, ხოლო სეზონურად, ერთი ღამის ფასი 50 ლარიდან იწყება.

„ქირის ბაზარზე მოთხოვნა, ძირითადად, პორტთან და ლოგისტიკურ პროექტებთან არის დაკავშირებული, სადაც დასაქმებული უცხოელი და მოწვეული კადრები ბინებს ქირაობენ. გრძელვადიანი ქირა საშუალოდ 500-დან 1500 ლარამდე მერყეობს, ხოლო სეზონურად 50-დან 150 ლარამდე დღიურად, რაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

ვფიქრობ, ფასები კიდევ გაიზრდება, თუმცა გენგეგმის დამტკიცების შემდეგ გარკვეულ ეტაპზე დასტაბილურდება. ყველაზე დიდი მოთხოვნა ერთ და ორ საძინებელ ბინებზე, კერძო სახლებსა და მიწის ნაკვეთებზეა“, - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას სოფო გრძელიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • მიშა თუ იტყვის, რომ ხდება პრემიერობის კანდიდატი, პოლიტკურ ველზე თამაშის წესებს გაამარტივებს - ჟორჟოლიანიტვ პირველი
  • ტყის ხანძრების საფრთხის გამო კრეტადან მასიური ევაკუაცია ხდებაფორმულა
  • გურამ მაჭარაშვილი: არა მარტო სააკაშვილს აქვს ასეთი ჰალუცინაციები, რომ პრეზიდენტი ხდება, ბევრ მის თანაპარტიელებსაც აქვს, ზოგი პრემიერობისთვის იბრძვის, ზოგი უკვე ხელისუფლებაშიაიმედი
  • არაფერი განსხვავებული არ ხდება, იგივე ხდება, რაც ოდითგანვე იყო და რაც არის აღნიშნული აგენტურული ქსელის დღის წესრიგი, არაფერი შეცვლილა - კახა კალაძე "ნაცმოძრაობაზე"რუსთავი 2
ხდება →

მსგავსი სტატიები

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

BM.GE

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

BM.GE