მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია" - სამინისტრო
„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია" - სამინისტრო

„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია" - სამინისტრო

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 03:26|bm.ge

„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ნებაყოფლობითია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც კომპენსაციის ოდენობა დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი იქნება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ დევნილი ოჯახების გარკვეულ ნაწილს თავად აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ან უკვე შეიძინა საცხოვრებელი ფართი და ამ ეტაპზე, ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს.

„სწორედ მათთვის გავაჩინეთ დამატებითი შესაძლებლობა - იცით, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები და დევნილი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხდება რიგითობის დაცვა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური თანამონაწილეობა შესაძლოა მათთვის უფრო ხელსაყრელი იყოს, ვიდრე რამდენიმე წლის განმავლობაში ბინის ლოდინი“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, უახლოეს დღეებში დაზუსტდება, სად და რა პროცედურების გავლა იქნება საჭირო კომპენსაციის მისაღებად. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროგრამისთვის, მიმდინარე წელს, ბიუჯეტიდან 58 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„პროგრამა მომდევნო წელსაც გაგრძელდება და ბუნებრივია, ისევ ნებაყოფლობითი იქნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გრძელდება დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობისა და სოფლად სახლის პროგრამებიც. ამ მიმართულებით უპრეცედენტოდ აქტიურია სახელმწიფო - წელს, დაახლოებით, 1 700 ოჯახი დავაკმაყოფილეთ ბინით და 2 700-მდე ბინა კიდევ ექვემდებარება გადაცემას. ამასთან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დაახლოებით, 16 000 ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებლით სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში. წელს კიდევ 2 000 ოჯახთან დაკავშირებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება. კარგად რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი ხელისუფლებისთვის დევნილთა განსახლების საკითხი, გეტყვით, რომ 2012 წლამდე ამ სამინისტროს წლიური ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო, ახლა კი მხოლოდ განსახლების პროგრამისთვის არის გათვალისწინებული 240 მილიონი და ესეც მზარდია. 2012 წლამდე, საცხოვრებლით დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რაოდენობა იყო 19 000 და აქედანაც, ხშირ შემთხვევაში, მათ მიერვე დაკავებული ფართები დაუკანონეს. 2012 წლიდან ვითარება არსებითად შეიცვალა და შეიცვალა მხოლოდ დადებითისკენ. გაზრდილი ბიუჯეტის გარდა, რიცხვები ასახავს ამ ყველაფერს - დაახლოებით, 45 000 ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. ბუნებრივია, დევნილთა განსახლება პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • "ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან სიძულვილის ენის წახალისების კიდევ ერთ მაგალითზე საუბრობენ - დაიბარებენ თუ არა პაველ ჰერჩინსკის მორიგ ჯერზე საგარეო საქმეთა სამინისტროშირუსთავი 2
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყოფორმულა
  • სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგანეტგაზეთი
  • გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიანიმედი
სამინისტროს →ოჯახის →

მსგავსი სტატიები

Stellantis-მა პარიზში 6 ახალი კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა

Stellantis-მა პარიზში 6 ახალი კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა

BM.GE

ვინ და რატომ მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკაში?

ვინ და რატომ მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკაში?

BM.GE

რატომ უნდა გვეშინოდეს AI-კიბერთავდასხმების? - ბილ გეიტსის გაფრთხილება

რატომ უნდა გვეშინოდეს AI-კიბერთავდასხმების? - ბილ გეიტსის გაფრთხილება

BM.GE

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

BM.GE