მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება|"თბილისი მოლის" განცხადება
"დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება|"თბილისი მოლის" განცხადება

"დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება|"თბილისი მოლის" განცხადება

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 18:39|bm.ge

„დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე (წინამძღვრიშვილის ქ. №135), არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამო, მასშტაბური გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

ამის შესახებ ბაზრობის მფლობელი კომპანია “თბილისი მოლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:

"გასულ ღამეს ტერიტორიაზე განთავსებულმა მიწისქვეშა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მძიმე ამორტიზაციამ შექმნა მწვავე ავარიული სიტუაცია, რამაც გამოიწვია საკანალიზაციო შემკრები ჭების გაჭედვა და ტერიტორიის ფეკალური მასებით დატბორვა.

აღნიშნული ვითარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, უხეშად არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და აფერხებს სავაჭრო საქმიანობას, რაზედაც ადგილობრივმა მოვაჭრეებმა ოფიციალური ერთობლივი განცხადებით მიმართეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და დიდუბის რაიონის გამგეობას.

აღნიშნული განცხადების საფუძველი გახდა ბოლო პერიოდში, შემკრები ჭების გამავლობის შეფერხება, რაც თავის მხრივ იწვევდა, ბაზრობის ტერიტორიის და მის მიმდებარედ არსებული სასაწყობე ფართების დატბორვას, შესაბამისად სარეალიზაციო პროდუქციის განადგურებას.

შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის საპასუხოდ და მუნიციპალური სამსახურების მიერ, ბაზრობის ტერიტორიის მიღმა არსებული საკომუნიკაციო და საკანალიზაციო ქსელების აღდგენითი პროცესების პარალელურად, შპს „თბილისი მოლი“ იღებს პასუხისმგებლობას და იწყებს კერძო საკუთრებაში არსებული შიდა ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების სრულ გადაუდებელ რეაბილიტაციას.

სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება: სანიაღვრე და საკანალიზაციო მიწისქვეშა ქსელების სრული ჩანაცვლება და ტექნიკური მოდერნიზაცია, ტერიტორიის კომპლექსური სანიტარიული დამუშავება და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა, ასევე დაიწყება არსებული ინფრასტრუქტურის მომზადება შემდგომი ეტაპობრივი განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის.

უსაფრთხოებისა და სანიტარიული სტანდარტების დაცვის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე საქმიანობა დროებით შეჩერდება, შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულ პირებს, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის შემდეგ დაეგზავნებათ შეტყობინება, მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული სავაჭრო ფართების შეთავაზების თაობაზე.

შპს „თბილისი მოლი“ მუნიციპალურ სამსახურებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურად ორგანიზებულად და მოკლე ვადებში წარმართვას, რომ ტერიტორია უახლოეს მომავალში პასუხობდეს თანამედროვე, უსაფრთხო და მოწესრიგებულ სტანდარტებს", - წერია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 174 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

BM.GE

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

BM.GE

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

BM.GE

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

BM.GE