მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დგას თუ არა დღის წესრიგში ფოთის პორტის გაფართოება? - ირაკლი კობახიძის პასუხი
დგას თუ არა დღის წესრიგში ფოთის პორტის გაფართოება? - ირაკლი კობახიძის პასუხი

დგას თუ არა დღის წესრიგში ფოთის პორტის გაფართოება? - ირაკლი კობახიძის პასუხი

BM.GE5 მაისი, 2026, 16:00|bm.ge

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას ეხება, განვითარდება, მათ შორის ფოთის პორტი და ახალი ანაკლიის პორტი. ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა bm.ge-ს კითხვას, რომელიც ფოთის პორტის გაფართოების გაჭიანურებულ პროექტს შეეხებოდა. ირაკლი კობახიძემ კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

"ზოგადად ყველა მიმართულებით, ყველა ის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება. ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ასევე ახალი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. ყველა მიმართულებით გვექნება ცვლილებები, განახლება, განვითარება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება", - განაცხადა კობახიძემ.

ფოთის პორტის გაფართოების $300-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის საკითხი, რაზედაც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაცია 2018 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე ღიაა. APM Terminals-ის ხელმძღვანელი პირების განცხადებით, ისინი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს 2025 წლის სექტემბერში შეხვდნენ და მან საკითხისთვის 2 თვე ითხოვა. თუმცა არილის დასაწყისში „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზვიად ჩხარტიშვილმა BM.GE-ის განუცხადა, რომ რთულ ვითარებაში არიან, რადგან პორტი სიმძლავრეების ზღვარზე მუშაობს.

ფოთის პორტის გაფართოების პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პროექტის განხილვა-ანალიზის პროცესის შესახებ BM.GE-მ ეკონომიკის სამინისტროს კითხვებით მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE