მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეიდან, გზებზე ტრანსპორტის ხმაური პორტატული მოწყობილობით შემოწმდება|დასაშვები ნორმა და ჯარიმები
დღეიდან, გზებზე ტრანსპორტის ხმაური პორტატული მოწყობილობით შემოწმდება|დასაშვები ნორმა და ჯარიმები

დღეიდან, გზებზე ტრანსპორტის ხმაური პორტატული მოწყობილობით შემოწმდება|დასაშვები ნორმა და ჯარიმები

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 16:49|bm.ge

შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე საერთაშორისო - ISO სტანდარტის შესაბამისი პორტატული მოწყობილობით შემოწმდება.

"შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, დღეიდან - პირველი სექტემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები, მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო - ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ.

სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 20 ქულით შემცირებას, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებას და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 939-მდე გაიზარდა

ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 939-მდე გაიზარდა

BM.GE

ივლისში, თიბისის არხებით სურსათზე გაწეული უნაღდო დანახარჯები 20%-ით გაიზარდა

ივლისში, თიბისის არხებით სურსათზე გაწეული უნაღდო დანახარჯები 20%-ით გაიზარდა

BM.GE

Eagle Hills-ის თბილისის პროექტში 3,433 აპარტამენტი და 1,425 ვილა აშენდება

Eagle Hills-ის თბილისის პროექტში 3,433 აპარტამენტი და 1,425 ვილა აშენდება

BM.GE

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

BM.GE