მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 939-მდე გაიზარდა
ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 939-მდე გაიზარდა

ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 939-მდე გაიზარდა

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 16:55|bm.ge

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 939-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტომ გაავრცელა.

უწყება ამჟამად 3,925 ადამიანს ეძებს, რომელთა შორის 592 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ცნობისთვის, მანამდე ოფიციალური სტრუქტურები დაკარგულად 4,247 პირს ასახელებდნენ. სამაშველო ოპერაციების შედეგად სპეციალისტებმა უსაფრთხო ადგილზე უკვე 11 379 ადამიანის გადაყვანა შეძლეს. ყურადღების ეპიცენტრშია ჰიდროელექტროსადგურიც, სადაც კვლავ არის ჩარჩენილი 639 დასაქმებული.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ნეპალის არმიის 8,900 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რასუვას რეგიონის სოფელ ტიმურედან აღმოსავლეთ ნავალპარასამდე განლაგდნენ.

სამხედროები დაშავებულთა ძებნას, ჩახერგილი გზების გაწმენდასა და მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას კოორდინირებულად ახორციელებენ. ავიაციის გამოყენებით მაშველებმა 109 ადამიანს ევაკუაცია განახორციელეს. მათ შორის ერთი გერმანიის მოქალაქე იყო.

ცნობისთვის, ნეპალში მასშტაბური წყალდიდობა და მეწყრული პროცესები ოთხშაბათს მოსულმა უხვმა ნალექმა და შემდგომ კაშხლის დაზიანებამ გამოიწვია. სტიქიამ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკულ ობიექტებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დღეიდან, გზებზე ტრანსპორტის ხმაური პორტატული მოწყობილობით შემოწმდება|დასაშვები ნორმა და ჯარიმები

დღეიდან, გზებზე ტრანსპორტის ხმაური პორტატული მოწყობილობით შემოწმდება|დასაშვები ნორმა და ჯარიმები

BM.GE

ივლისში, თიბისის არხებით სურსათზე გაწეული უნაღდო დანახარჯები 20%-ით გაიზარდა

ივლისში, თიბისის არხებით სურსათზე გაწეული უნაღდო დანახარჯები 20%-ით გაიზარდა

BM.GE

Eagle Hills-ის თბილისის პროექტში 3,433 აპარტამენტი და 1,425 ვილა აშენდება

Eagle Hills-ის თბილისის პროექტში 3,433 აპარტამენტი და 1,425 ვილა აშენდება

BM.GE

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

BM.GE