მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეიდან შსს საჯარო კომუნიკაციების მონიტორინგს და რეაგირებას იწყებს
დღეიდან შსს საჯარო კომუნიკაციების მონიტორინგს და რეაგირებას იწყებს

დღეიდან შსს საჯარო კომუნიკაციების მონიტორინგს და რეაგირებას იწყებს

BM.GE1 ივნისი, 2026, 04:02|bm.ge

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან, ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა.

შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში უკვე აისახა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს ამოცანები მნიშვნელოვნად გაუფართოვდა. დღეიდან უწყების პირდაპირი მოვალეობა იქნება:

„საჯაროდ გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს“.

დებულების თანახმად, აღნიშნულმა დეპარტამენტმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოვლენილ ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა უზრუნველყოს.

ამასთანავე, უწყების ამოცანა იქნება საჯაროდ ძალადობის ან სიძულვილის მოწოდების დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე დროული რეაგირება და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა. დადგენილება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, სწორედ დღეს, 1-ელ ივნისს ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რეფორმის შესახებ მიმდინარე წლის 18 მაისს გახდა ცნობილი. სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგზე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნებოდა.

ოფიციალური განმარტებით, ეს ახალი სტრუქტურული ერთეული საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას გაუწევს მონიტორინგს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული კონტროლი შეეხება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

BM.GE

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

BM.GE

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

BM.GE

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

BM.GE