მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს
ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

BM.GE31 ივლისი, 2026, 14:57|bm.ge

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი აგროსასურსათო ჯგუფის, EFKO-ს დამფუძნებელი და მაკონტროლებელი აქციონერი, მილიარდერი ვალერი კუსტოვი თაღლითობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულთა შორის არიან კომპანიის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი და რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მაღალჩინოსანი.

რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ EFKO-ს სტრატეგიული განვითარების დირექტორ ვლადისლავ რომანცევსა და განვითარების დირექტორის მოადგილე ეკატერინა კუსტოვას. ამასთან, წინასწარ პატიმრობაში გადაიყვანეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უპილოტო სისტემებისა და რობოტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ალა პოლოვჩენიაც, რომელსაც გაფლანგვას ედავებიან.

EFKO-მ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა, რომ კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. კომპანიამ მხარდაჭერა გამოუცხადა მათ და საზოგადოებას მოუწოდა, გამოძიების დასრულებამდე სპეკულაციებისგან თავი შეიკავოს.

რუსული მედიის ცნობით, გამოძიება დაკავშირებულია უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ კომპანიასთან „ტრანსპორტირება მომავლისთვის“ (Transportation of the Future), რომელიც თავდაპირველად EFKO-ს მენეჯმენტის მხარდაჭერით შეიქმნა, მოგვიანებით კი დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები ჩინეთიდან შეძენილ დრონებს საკუთარი წარმოების პროდუქტად ასაღებდნენ. აღნიშნულ ბრალდებას ოფიციალურად არც საგამოძიებო ორგანოები და არც EFKO არ ადასტურებენ.

დრონების განვითარების მიმართულებით EFKO 2021 წლიდან მუშაობს. კომპანიას კვლევისა და განვითარების ცენტრი ბელგოროდის ოლქში, ხოლო საწარმო ტოლიატიში აქვს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2025 წლის იანვარში კომპანიის საწარმოო და კვლევითი ცენტრი თავადაც მოინახულა. რუსეთში დრონების წარმოების გაფართოება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევა.

ვალერი კუსტოვი Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, დაახლოებით 1.1 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. ჯგუფის წლიური შემოსავლები 4.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ვალერი კუსტოვმა EFKO 1990-იან წლებში დააფუძნა. კომპანია მზესუმზირის ზეთის, მაიონეზის, მარგარინის, სოუსების, სამრეწველო ცხიმების, კვერცხის პროდუქტებისა და ბიოტექნოლოგიური ინგრედიენტების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად ჩამოყალიბდა.

EFKO რუსეთის ბაზარზე ფლობს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა „სლობოდა“, Altero და 2025 წლიდან „ოლეინაც“. გასულ წელს კომპანიამ სრულად შეიძინა „მასლენიცა“, რომელიც მანამდე ამერიკული კომპანია Bunge-ის რუსულ აქტივებს მართავდა და „ოლეინას“ ბრენდის მფლობელია.

კომპანიის წლიური ბრუნვა 275 მილიარდ რუბლს აღემატება, ხოლო მისი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 4.5 მილიონ ტონაზე მეტი ზეთოვანი კულტურის გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ საბჭოთა რუსული ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღნიშნატვ პირველი
  • The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებსიმედი
  • პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-იაფორმულა
  • ევროკავშირმა “თელასის” საბოლოო მფლობელი რუსული კომპანია დაასანქცირანეტგაზეთი
რუსული →

მსგავსი სტატიები

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

BM.GE

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

BM.GE

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

BM.GE