მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეს, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე დაიკითხა - რაზე ისაუბრა? | პროკურორი
დღეს, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე დაიკითხა - რაზე ისაუბრა? | პროკურორი

დღეს, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე დაიკითხა - რაზე ისაუბრა? | პროკურორი

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 19:45|bm.ge

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილის ცოლმა დაკითხვაზე უძრავ-მოძრავი ქონების ფლობასთან და ყიდვა-გაყიდვის საკითხებზე ისაუბრა. ინფორმაციას IPN ავრცელებს.

გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მაია ჭეიშვილს დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„დაცვის მხარეს წარმოდგენილი ჰყავდა სამი მოწმე, რომელთაგანაც ორი, ბრალდების მხარემ უდავოდ გაუხადა. ასევე, დამატებით კიდევ ორი პირი, რომელიც დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდათ, ბრალდების მხარემ უდავოდ მიიჩნია. ერთ-ერთი გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრი იყო, რომელიც გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარეს გამოკითხული არ ჰყავდა. თუმცა, ვინაიდან ჩემთვის გასაგები გახდა დაცვის წევრების გამოკითხვის სტრატეგია, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები ამბობდნენ, რომეო მიქაუტაძე ზოგადად იცოდნენ ვინ იყო, ზოგიერთ შემთხვევაში, ტელევიზიიდან ცნობდნენ, ზოგიერთ შემთხვევაში მოგვიანებით გახდა მათთვის რომეო მიქაუტაძის შესახებ ცნობილი, დამატებით მათი დაკითხვა, რომლებიც დაცვის მხარეს გამოკითხულიც არ ჰყავდა, ბრალდების მხარემ აღარ ჩათვალა საჭიროდ.

დღეს დაიკითხა ბრალდებულის მეუღლე, რომელმაც ზოგად საკითხებზე ისაუბრა, მას რა თქმა უნდა, კონკრეტულად, უშუალოდ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და კითხვებიც ამ მიმართულებით არ დასმულა, მას ზოგადი კითხვები დაესვა.

ბრალდებულის მეუღლემ ისაუბრა ზოგადად იმასთან დაკავშირებით, რა ცოდნაც აქვს, მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი დაოჯახებულია, რა უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობდნენ, რა გაყიდეს, შემდეგ რა იყიდეს და ა.აშ. ამ საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის, ბინა, რომელშიც დღეის მდგომარეობით ცხოვრობენ, რა სახსრებით იქნა შეძენილი. ამ ყველაფერზე ისაუბრა ბრალდებულის მეუღლემ, უბრალოდ, გრიგოლ ლილუაშვილის სახელზე რა ქონებაც არის რიცხული, ან მასთან დაკავშირებული ქონება რაც არის, ბრალდების მხარეს დაყადაღებული აქვს. ბუნებრივია, როდესაც დასკვნითი სიტყვით წარვდგებით, ამ ქონებებთან დაკავშირებით პოზიციას გავაჟღერებთ. საგულისხმოა, რომ ანდრია ლილუაშვილს[გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი] საკმაოდ დიდი რაოდენობის ქონება ჩამოერთვა. ბრალდებულის მეუღლეს ვკითხე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გრიგოლ ლილუაშვილს და ანდრია ლილუაშვილს რამე საერთო მიზნები ჰქონდათ რომელიმე უძრავ-მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მოწმემ განაცხადა, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს. აქედან გამომდინარე, მასთან მიმართებით სხვა არსებითი ხასიათის კითხვები არ გამჩენია“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, თავად ლილუაშვილმა უნდა გადაწყვიტოს აღიარებს თუ არა ბრალს. რაც შეეხება იმას, თუკი, ისიც სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებივით განაჩენის გამოცხადების დღეს, ან მანამდე აღიარებს ბრალს საპროცესო შეთანხმების მოლოდინით, გაუფორმდება თუ არა მასაც აღნიშნული შეთანხმება, პროკურორი ზოგად პასუხს სცემს. როგორც ბერძენიშვილი განმარტავს, მიმართვის, აღიარების, თანამშრომლობის ფონზე, პროკურატურა ყველა განცხადებას განიხილავს.

„თავად ბრალდებულმა, ამ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა აღიაროს მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, რასაც ჩვენ ვედავებით, ან როგორც თქვენ [ჟურნალისტი]ამბობთ, თუ სხვა დანაშაულის შესახებაც აქვს ინფორმაცია, ამაზე ისაუბროს. ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთ პოსტზე მყოფი ადამიანი დღეს ბრალდებულის სტატუსის მატარებელია, თუმცა, კანონის დაცვა ყველას გვევალება, შესაბამისად, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება, ის შედეგები, ყველამ უნდა მივიღოთ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • პროკურორი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით: ცალკე დაიკითხა ხატია დეკანოსიძე და თამაზ დათუნაშვილი. ვერცერთმა ხსენებულმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაციაიმედი
  • ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის რამდენიმე ათეული ზარი ფიქსირდება, გიორგი მალანიამ იცოდა, რომ კონკრეტული პრობლემა ჰქონდა ნია იმნაძეს მასწავლებელთან და ეს ინფორმაცია მან შეყვარებულსაც მიაწოდა, გიორგი მალანიასაც - პროკურორირუსთავი 2
  • გიგა ავალიანის საქმე - პროკურორი განმარტავს, რა მტკიცებულებები აქვთ გიორგი მალანიას წინააღმდეგტვ პირველი
  • ლილუაშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე არ მოუმართავს – პროკურორინეტგაზეთი
პროკურორი →ლილუაშვილის →

მსგავსი სტატიები

ავტოაუქციონი ბათუმში - წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები

ავტოაუქციონი ბათუმში - წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები

BM.GE

შუა დერეფანი აღარ არის ალტერნატივა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ დერეფანზე | თამარ იოსელიანი

შუა დერეფანი აღარ არის ალტერნატივა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ დერეფანზე | თამარ იოსელიანი

BM.GE

"შუა დერეფანში" სრული სისტემა უნდა მუშაობდეს როგორც ერთი ინსტრუმენტი - "ჩინეთი გვპირდება ყოველწლიურად 3000-მდე მატარებლის ფორმირებას"

"შუა დერეფანში" სრული სისტემა უნდა მუშაობდეს როგორც ერთი ინსტრუმენტი - "ჩინეთი გვპირდება ყოველწლიურად 3000-მდე მატარებლის ფორმირებას"

BM.GE

აიღე თანხა დღეს, დაიწყე გადახდა ნოემბრიდან - "ევროკრედიტის" ახალი აქცია ავტოსესხზე

აიღე თანხა დღეს, დაიწყე გადახდა ნოემბრიდან - "ევროკრედიტის" ახალი აქცია ავტოსესხზე

BM.GE