მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეს ლილუაშვილის პროცესზე ორი მოწმე დაიკითხება
დღეს ლილუაშვილის პროცესზე ორი მოწმე დაიკითხება

დღეს ლილუაშვილის პროცესზე ორი მოწმე დაიკითხება

BM.GE10 ივნისი, 2026, 17:57|bm.ge

დღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

როგორც საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა ტვ პირველთან განაცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხება.

„დღეს გვეყოლება ორი მოწმე, რომელთაგან ერთ-ერთი არის უშუალოდ იმ ქოლცენტრის მმართველი, რომლის მფარველობასაც (დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით) უწევდა ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი. ამ კონკრეტული მოწმისთვის კარგად იყო ცნობილი მფარველობის საკითხი თუ ვინ უწევდა მის ქოლცენტრს მფარველობას და ამისათვის ის შესაბამის თანხასაც იხდიდა.

რაც შეეხება მეორე მოწმეს, ისიც ამავე ქოლცენტრთან დაკავშირებული ფიგურაა, რომელიც ძალიან ბევრ ფაქტობრივ გარემოებას ფლობს და შესაბამისად, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც იქნება არსებითად მნიშვნელოვანი.

ამ ეტაპისთვის არცერთი მათგანი ბრალდებულის სტატუსით არ სარგებლობს. მოწმეთა ბაზა, რა თქმა უნდა, შედგება იმ პირებისაგან, ვისაც პირდაპირი შეხება ჰქონდა ქოლცენტრთან ამიტომ, მათ მიერ ჩადენილი ქმედებები შესაბამისად, შესაძლოა სხვადასხვა კვალიფიკაციის მომცემი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს არცერთ შემთხვევაში იმას, რომ ამ მოწმეებს ვინმე რამეს დაჰპირდა", - განაცხადა პროკურორმა.

ლილუშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე ამბობს, რომ ეს მოწმეები პროკურატურისგან სანაცვლოდ თავისუფლებას იღებენ, რადგან არცერთს ბრალი წარდგენილი არ აქვს.

"არცერთი მოწმე არ გვყავს გამოძიებაში ქოლცენტრების ეპიზოდზე, რომელიც პირადად რაიმე თანხის მიმტანი, მიმცემი ან გადამცემი არის ბატონი გრიგოლ ლილუაშვილისთვის. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს ამხელენ და თავიანთი ბრალის აღიარებაზე საუბრობენ, ბენეფიტად მათ, დღეის მდგომარეობით, პროკურატურის მხრიდან აქვთ გარანტირებულად: უკვე ბრალწარდგენილ პირებს გირაო აქვთ შეფარდებული, ხოლო უმეტესობა მათგანს საერთოდ ბრალი არა აქვს წარდგენილი. ანუ, ბრალდებულის სტატუსით ისინი არ სარგებლობენ. შესაბამისად, ეს არის წამახალისებელი ბრალდების მხრიდან მსგავსი ქცევა, ვინაიდან, პირი თუკი საუბრობს მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები და უნდა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა", - ამბობს ადვოკატი.

სუს-ის ყოფილი უფროსი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • როლანდ პრაისი: მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი, საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების მნიშვნელოვან პროცესშიიმედი
  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE