მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დღევანდელ საქართველოში ბიზნესის კეთება გაცილებით მარტივია, ვიდრე - პოლიტიკის… პოლიტიკა მოკლეს"|ივა ჭყონია
"დღევანდელ საქართველოში ბიზნესის კეთება გაცილებით მარტივია, ვიდრე - პოლიტიკის… პოლიტიკა მოკლეს"|ივა ჭყონია

"დღევანდელ საქართველოში ბიზნესის კეთება გაცილებით მარტივია, ვიდრე - პოლიტიკის… პოლიტიკა მოკლეს"|ივა ჭყონია

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 14:53|bm.ge

კოალიაცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და აგრობიზნესმენ ივა ჭყონიას აზრით, დღევანდელ საქართველოში ბიზნესის კეთება გაცილებით მარტივია, ვიდრე - პოლიტიკის. “პოლიტიკა, ფაქტობრივად, მოკლეს”, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად, ამასთან, მისი დაკვირვებით, განსხვავებული აზრისა და ბრაზის მიუხედავად, მსხვილი ბიზნესის ნაწილი საკუთარ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას არჩევნებამდე დუმილში ხედავს. „ბიზნესმენებს განცხადებების გაკეთებაც შეეზღუდათ... ამ რეალობაში ურჩევნიათ, იყვნენ ჩუმად და საქმე აკეთონ“, - აღნიშნა მან.

- როგორია ბიზნესის რეალური განწყობა დღევანდელ საქართველოში - პოლიტიკური კრიზისის და საერთაშორისო იზოლაციის ფონზე - ადაპტირდა მსხვილი ბიზნესი და კომფორტულად გრძნობს თავს, თუ ბრაზი არსად გამქრალა და უბრალოდ, უსაფრთხოებისთვის დუმილს ირჩევს და თავის საქმეს აკეთებს?

- ვფიქრობ, წინა პერიოდისგან განსხვავებით, განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესი სახელმწიფოსთან თავს კომფორტულად გრძნობს, რადგან გარკვეულწილად შეზრდილია მასთან და სახელმწიფომაც კომფორტის ზონა შეუქმნა. ალბათ აქვთ ერთმანეთთან ისეთი კავშირი, რომელიც არაერთ საგამოძიებო სიუჟეტში გვინახავს - როდესაც პოლიტიკაში შეიძლება, ძველი ქართული გამოთქმის არ იყოს, „ცალ-ცალი კალოშით“ მიხვიდე და იქიდან ისე წამოხვიდე, რომ დიდ ქონებას ფლობდე… ჩვენ ხომ არაერთი ასეთი ჩინოვნიკი გვინახავს, რომელთა ნაწილი დღეს ციხეშია. აქედან გამომდინარე, წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით, კომფორტის ზონა სწორედ ეს არის. მაშინ მთავრობა ბიზნესისგან დისტანცირებული იყო, საკმაოდ მკაცრ ზომებს ატარებდა და ნულოვანი ტოლერანტობა მოქმედებდა. ახლა კი პირიქითაა: „მოდი, ჩვენთან იმეგობრე, ჩვენს წინააღმდეგ არ წახვიდე, ზედმეტი არ ილაპარაკო და ყველაფერი კომფორტულად გექნება, ჩვენთან ერთად იმუშავე“.

- თუმცა არც წინა მთავრობის დროს იყო ბიზნესი თავისუფალი…

- ფაქტია, ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ ნებისმიერ ზედმეტ განცხადებაზე ბიზნესმენებს აზრის გამოხატვა შეეზღუდათ… რეალურად, პოზიციის დაფიქსირებაზე ან კოლოსალური ჯარიმა დაეკისრებოდათ ან ციხე ემუქრებათ. ამ რეალობაში, სადაც ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ შარი მოგდონ - აი, ხედავთ, მაგალითად, პოლიტიკოს გია ბარამიძეს ემოციურ ფონზე რაღაც წამოსცდა და ახლა რაც ხდება, წარმოუდგენელია - შესაბამისად, ძალიან კარგად მესმის, რომ ბიზნესმენები მაქსიმალურად ცდილობენ, იყვნენ დისტანცირებულნი, წყნარად და ჩუმად.

- თქვენი დაკვირვებით, სტაბილურად გრძნობენ ბიზნესმენები თავს?

- ვერ ვიტყოდი, რომ შინაგანი, ემოციური სტაბილურობის განცდა აქვთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეალობაში ბიზნესს მაინც ავითარებენ, ურჩევნიათ, იყვნენ ჩუმად და საქმე აკეთონ. ეს ლოგიკურია. უკვე 30 წელია ბიზნესში ვარ და მათ ფსიქოლოგიას ძალიან კარგად ვხვდები, თუმცა მათგან განსხვავებით, მე ცოტა სხვა ამბიციები მქონდა - არასდროს მომწონდა ჩაგრულის პოზიციაში ყოფნა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩავუყარე საფუძველი “დისტრიბუტორთა ასოციაციას” და ვხელმძღვანელობდი, რომ კონკრეტულად გამეწია ადვოკატირება იმ ბიზნესისთვის, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა პრობლემები. იცით, რომ მაშინ გარკვეულ ცვლილებებსაც მივაღწიეთ. ასევე, აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს: ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე, ბიზნესმენი პოლიტიკაში რატომ მიდისო… პოლიტიკოსს ელემენტარული საზრდოობა ხომ სჭირდება?! დღეს კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ყველანაირ მარწუხებში ჰყავთ მოქცეული - ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ყველას სამსახურებიდან უშვებენ. რატომღაც ასე ასოცირდება, რომ ბიზნესი ამან არ უნდა აკეთოს, იმან არ უნდა აკეთოს... რა თქმა უნდა, უშუალოდ სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისას ბიზნესში არ უნდა იყო, მაგრამ თუ განსხვავებული აზრი გაქვს, რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ხედავ საერთოს და პარალელურად, საქმითაც ხარ დაკავებული, ეს პირიქით, კარგია. ვფიქრობ, რაც უფრო „მშიერი“ იქნება პოლიტიკოსი, მით უფრო პრობლემატური იქნება ის ქვეყნისთვის. დღეს საქართველოში ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკა საერთოდ აღარ არის, მოკლეს - მხოლოდ ერთპარტიული სისტემაა ჩამოყალიბებული.

- ორივე სფეროში რადგან ხართ, დღევანდელ საქართველოში ბიზნესის კეთება უფრო რთულია თუ პოლიტიკის?

- პოლიტიკა, უბრალოდ, არ არსებობს, შესაბამისად, ბიზნესის კეთება გაცილებით მარტივია. ბიზნესის კეთება კიდევ შესაძლებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო პოლიტიკურ აზრს წარმოვადგენ, რაღაც ისეთი პირდაპირი ხელის შემშლელი ფაქტორები ან კონკრეტული [ზეწოლა] ჩემზე ნამდვილად არ ყოფილა - ამას ხმამაღლა და ობიექტურად ვიტყვი, სტანდარტულად მიდის პროცესები. აი, პოლიტიკას კი ვერ გააკეთებ, რადგან ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკა მოკლეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პოლიტიკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგირუსთავი 2
  • ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგიიმედი
  • პაულა პინიო: გაფართოებამდელი პოლიტიკის გადახედვის საკითხი მალე ევროკომისიის დღის წესრიგში დადგებატვ პირველი
  • ბარდელა და ლე პენი: არ შევეგუებით რუსეთის მცდელობას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა განსაზღვროსფორმულა
პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

9 თვეში კონკურენციის სააგენტომ 136 მოვაჭრეს 303 ათას ლარზე მეტით დააჯარიმა

9 თვეში კონკურენციის სააგენტომ 136 მოვაჭრეს 303 ათას ლარზე მეტით დააჯარიმა

BM.GE

სუპერმარკეტების მოგების მარჟა [EBITDA] შემცირდა, ხელფასების ხარჯი და შემოსავლები გაიზარდა - G&T

სუპერმარკეტების მოგების მარჟა [EBITDA] შემცირდა, ხელფასების ხარჯი და შემოსავლები გაიზარდა - G&T

BM.GE

ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

BM.GE

აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქროს ნაკეთობების შემოტანისთვის დაკავებულია ერთი პირი - საგამოძიებო

აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქროს ნაკეთობების შემოტანისთვის დაკავებულია ერთი პირი - საგამოძიებო

BM.GE