მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა - ბიუჯეტი 1,4 მლნ ლარია
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა - ბიუჯეტი 1,4 მლნ ლარია

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა - ბიუჯეტი 1,4 მლნ ლარია

BM.GE19 ივნისი, 2026, 19:55|bm.ge

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, N186 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ჰექტარ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება აღნიშნული ტერიტორია. ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი - უკანონო შემოღობვების მოხსნით გამოთავისუფლდება სივრცე. აქ მოეწყობა საფეხბურთო მოედანი, დაირგვება ხე-მცენარეები, განთავსდება ატრაქციონები, სარწყავი სისტემა და ა.შ. ირგვლივ ბევრი ოჯახი ცხოვრობს. მიხარია, რომ მათ ექნებათ დასვენებისა და განტვირთვისთვის კარგი სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ახალი სკვერი ბილიკის მეშვეობით დაუკავშირდება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის N1-ში გასულ წელს მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს. სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 1 418 431 ლარია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ისევ ვირტუალური ეკონომიკური ზრდის სურათი იხატება" - გიორგი ხიშტოვანი 9%-იან ეკონომიკურ ზრდაზე

"ისევ ვირტუალური ეკონომიკური ზრდის სურათი იხატება" - გიორგი ხიშტოვანი 9%-იან ეკონომიკურ ზრდაზე

BM.GE

საქართველო უძრავი ქონების ტოკენიზაციისთვის ემზადება – როგორ შეძლებთ, მაგალითად, ბინის შეძენას?

საქართველო უძრავი ქონების ტოკენიზაციისთვის ემზადება – როგორ შეძლებთ, მაგალითად, ბინის შეძენას?

BM.GE

ქართული ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირდა - სად/რამდენს ვყიდით?

ქართული ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირდა - სად/რამდენს ვყიდით?

BM.GE

„ინტერნაციონალიზაცია პრაქტიკაში - როგორ აფართოებს ალტე უნივერსიტეტი სტუდენტების საერთაშორისო შესაძლებლობებს“

„ინტერნაციონალიზაცია პრაქტიკაში - როგორ აფართოებს ალტე უნივერსიტეტი სტუდენტების საერთაშორისო შესაძლებლობებს“

BM.GE