
„ინტერნაციონალიზაცია პრაქტიკაში - როგორ აფართოებს ალტე უნივერსიტეტი სტუდენტების საერთაშორისო შესაძლებლობებს“
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
სტუდენტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების განვითარების ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტი თანამშრომლობს საფრანგეთის მონპელიეს ბიზნეს სკოლასთან (MBS), რომელიც მსოფლიოში ბიზნესგანათლების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციაა და ბიზნესსკოლების იმ გამორჩეულ 1%-ს ეკუთვნის, რომელსაც სამმაგი საერთაშორისო აკრედიტაცია - Triple Crown Accreditation (AACSB, EQUIS და AMBA) აქვს მინიჭებული.
პარტნიორობის ფარგლებში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლა საფრანგეთში გააგრძელონ და ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი და ხარისხი მოიპოვონ.
ამასთან, MBS არის საფრანგეთის Conférence des Grandes Écoles (CGE)-ის წევრი და ფლობს „Bienvenue en France“ ხარისხის ნიშანს, რომელიც საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერის უმაღლეს სტანდარტს ადასტურებს.
ალტე უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტები ისარგებლებენ შემდეგი უპირატესობებით:
• სტიპენდია €2,500; • დასაქმების რეალური შესაძლებლობა პარტნიორ ორგანიზაციებში სწავლის დასრულებისთანავე; • 5 000-ზე მეტი პარტნიორი საერთაშორისო კომპანია და დამსაქმებელი ორგანიზაცია; • კურსდამთავრებულთა დასაქმების 92%-იანი მაჩვენებელი; • სრულად გაუქმებული აპლიკაციის გადასახადი; • მულტიკულტურული სასწავლო გარემო - 70-ზე მეტი ეროვნების სტუდენტით; • ფრანგული ენის უფასო კურსები; • კარიერული ცენტრი და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა; • 24 000-ზე მეტი პროფესიონალისგან შემდგარი კურსდამთავრებულთა საერთაშორისო ქსელი.
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (BBA)
2+1 სასწავლო მოდელის ფარგლებში (2 წელი საქართველოში, 1 წელი საფრანგეთში) ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები დაეუფლებიან თანამედროვე ბიზნესის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს:
• საერთაშორისო ბიზნესი; • ციფრული მარკეტინგი და ხელოვნური ინტელექტი (AI); • ფინტექი; • ლუქს ბრენდების მართვა (Luxury Management).
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA)
1+1 სასწავლო მოდელის ფარგლებში (1 წელი საქართველოში, 1 წელი საფრანგეთში), სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ თანამედროვე ბიზნესგარემოს მოთხოვნებზე მორგებული მეცნიერების მაგისტრის (MSc) 6 სპეციალიზაციიდან სასურველი მიმართულება:
• გლობალური ფინანსები (Global Finance); • ციფრული მარკეტინგი და ინტეგრირებული მრავალარხიანი სტრატეგია (Digital Marketing & Omnichannel Strategy); • საერთაშორისო ბიზნესი (International Business); • დიდი მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში (Big Data & Artificial Intelligence for Business); • მიწოდების ჯაჭვის მართვა (Supply Chain Management); • კომპლექსური პროექტების მართვა (Complex Project Management).
პროგრამები ორიენტირებულია კარიერულ განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერებაზე - სტუდენტებს სწავლის პერიოდში ექნებათ წვდომა სტაჟირების შეთავაზებებზე, ინდუსტრიასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პროექტებზე და საერთაშორისო კარიერულ ქსელებზე. დამატებით, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ექნებათ საფრანგეთში დასაქმების შესაძლებლობა სწავლის დასრულების შემდეგ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა: Air France, L’Oréal, Haribo, Asics, Oracle, Societe Generale და სხვა;
„საერთაშორისო პარტნიორობების განვითარება ალტე უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენ გვინდა, რომ სტუდენტებმა უნივერსიტეტში სწავლისას მიიღონ არა მხოლოდ ხარისხიანი განათლება, არამედ - საერთაშორისო გამოცდილება, ახალი კულტურული პერსპექტივები და გლობალური პროფესიული კავშირები.
სწორედ ამიტომ, სტუდენტებისთვის მუდმივად ვქმნით შესაძლებლობებს, რომლებიც მათ მსოფლიოს საუკეთესო აკადემიურ და პროფესიულ სივრცეებთან აკავშირებს. მონპელიეს ბიზნეს სკოლასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ სტუდენტები დამატებითი სასწავლო წლის გარეშე მიიღებენ საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპული ხარისხის განათლებას, რომელიც მათ კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც საქართველოში, ისე - საერთაშორისო შრომის ბაზარზე.“ - ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რამაზ კუკულაძე.
„ალტე უნივერსიტეტი მონპელიეს ბიზნეს სკოლისთვის უაღრესად ღირებული და ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორია საქართველოში. ამ უნივერსიტეტში ჩვენ ვხედავთ დინამიკურ, ამბიციურ და მომავალზე ორიენტირებულ ინსტიტუციას, რომელიც იზიარებს ჩვენს ერთგულებას აკადემიური სრულყოფილების, საერთაშორისო ღიაობისა და გლობალურად მოაზროვნე კურსდამთავრებულების განვითარების მიმართ. ეს პარტნიორობა ასახავს ჩვენი საგანმანათლებლო ღირებულებების ძლიერ თანხვედრას და საერთო ამბიციას, შევთავაზოთ სტუდენტებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო გზები.
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის MBS-ში ერთი წლის გატარება უნიკალური შესაძლებლობაა, მიიღონ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი საფრანგეთში - სამმაგი აკრედიტაციის ბიზნეს-სკოლისგან, ამავდროულად - ისარგებლონ მულტიკულტურული აკადემიური გარემოთი და გლობალურ კორპორაციულ ქსელზე წვდომით. ამ ინტენსიური გამოცდილების მეშვეობით სტუდენტები გააფართოებენ თავიანთ გლობალურ ხედვას, განივითარებენ მენეჯერულ და ინტერკულტურულ უნარებს და მნიშვნელოვნად გააძლიერებენ თავიანთ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო შრომის ბაზარზე.“ - MBS-ის საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობების დირექტორი, ხავიერ რაჟო.
ალტე უნივერსიტეტი საერთაშორისო სივრცეში მუდმივად აძლიერებს პოზიციებს და ღიაა ახალი ინიციატივებისადმი, რომლებიც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო პარტნიორობის ახალ, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ეწვიონ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდს: ბიზნესის სკოლა | ალტე უნივერსიტეტი
BM.GE
წყარო: bm.ge