
ქართული ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირდა - სად/რამდენს ვყიდით?
წელს საქართველოდან ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 93.1 მლნ დოლარის ყურძნის ნატურალური ღვინო გაყიდა უცხოეთში, რაც წლიურად 5%-იანი კლებაა. ამავე პერიოდში 4%-ით იკლო სპირტიანი სასმელების ექსპორტმა და 94.6 მლნ დოლარი შეადგინა.
საგულისხმოა, რომ ყურძნის ნატურალური ღვინოები და სპირტიანი სასმელები ძირითადად ადგილობრივ ექსპორტს (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) წარმოადგენს.
5 თვის სტატისტიკით, ღვინის უმთავრესი გასაღების ბაზარი კვლავ რუსეთია. ძირითადი საექსპორტო ბაზრები ასეთია:
• რუსეთი - $55.9 მლნ; • პოლონეთი - $7.1 მლნ; • უკრაინა - $4.8 მლნ; • ჩინეთი - $4 მლნ; • გერმანია - $3.3 მლნ; • ბელარუსი - $2.7 მლნ; • ყაზახეთი - $2.6 მლნ; • აშშ - $1.9 მლნ; • ლატვია - $1.7 მლნ; • ლიეტუვა - $1 მლნ.
რაც შეეხება სპირტიანი სასმელების ადგილობრივ ექსპორტს, აქაც ნომერი პირველი ბაზარი რუსეთია:
• რუსეთი - $45.2 მლნ; • სომხეთი - $12.2 მლნ; • უკრაინა - $9 მლნ; • ბელარუსი - $5.8 მლნ; • აზერბაიჯანი - $4.9 მლნ; • მალაიზია - $2.9 მლნ; • ყირგიზეთი - $2.3 მლნ; • ლატვია - $2.3 მლნ; • თურქეთი - $1.8 მლნ; • ნიდერლანდები - $957.3 ათასი.