მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დიდ ოთხეულსა" და აუტსორს ბუღალტერიას შორის"|რა სერვისებს სთავაზობს ვასილ რევიშვილის X'ACT-ი ბიზნესს
"დიდ ოთხეულსა" და აუტსორს ბუღალტერიას შორის"|რა სერვისებს სთავაზობს ვასილ რევიშვილის X'ACT-ი ბიზნესს

"დიდ ოთხეულსა" და აუტსორს ბუღალტერიას შორის"|რა სერვისებს სთავაზობს ვასილ რევიშვილის X'ACT-ი ბიზნესს

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 16:57|bm.ge

„X'ACT სტრატეგია და ანალიტიკა” - ახალი ფინანსური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა.

კომპანიის დამფუძნებლები ფინანსისტები ვასილ რევიშვილი და გიორგი ლამაზოშვილი არიან. გიორგი ლამაზოშვილს ფინანსური მართვის, საგადასახადო დაბეგვრის, ბიუჯეტირებისა და ბიზნესსტრატეგიის მიმართულებით 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ვასილ რევიშვილს კი, საბანკო, საინვესტიციო და აქტივების მართვის სექტორში 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

„ჩვენი მიდგომა მოიცავს ღრმა ფინანსურ ექსპერტიზასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის AI-ზე დაფუძნებულ ანალიტიკასა და ავტომატიზაციას, რათა ბიზნესებმა უფრო ეფექტურად იმუშაონ და სწრაფად განვითარდნენ“, - ასე აღწერენ X'ACT-ში საკუთარ მისიას.

X'ACT-ის გეგმებსა და კონკურენტულ უპირატესობებზე BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ვასილ რევიშვილმა ისაუბრა. ახალი კომპანია მიზნად ისახავს ქართულ საკონსულტაციო ბაზარზე არსებული იმ ნიშის ათვისებას, რომელიც მცირე, საშუალო ბიზნესებსა და სტარტაპებს მაღალი ხარისხის ფინანსურ სერვისებს შესთავაზებს.

ვასილ რევიშვილის თქმით, საკონსულტაციო ბაზარზე დღეს მკაფიო დისბალანსია. ერთ მხარეს არიან აუტსორს ბუღალტრები, რომლებიც დაბალ ფასად მხოლოდ ელემენტარულ საბუღალტრო აღრიცხვას უზრუნველყოფენ, ხოლო მეორე მხარეს - „დიდი ოთხეული“ და მსხვილი აუდიტორული კომპანიები, რომელთა მომსახურებაც საკმაოდ ძვირად ღირებულია.

„შუაში, სადაც ხარისხიანი მომსახურება სჭირდებათ კომპანიებს, რომელთაც მეტი საჭიროება აქვთ, ვიდრე უბრალოდ ბუღალტერიაა და არ აქვთ იმის რესურსი, რომ დაიქირაონ ქართული აუდიტორული ბაზრის “დიდი ათეული”, რეალურად ცარიელია. ჩვენი მისია სწორედ ამ ნაპრალის ამოვსებაა“, - ამბობს ვასილ რევიშვილი.

კომპანიის ძირითადი სამიზნე აუდიტორია მცირე და საშუალო ბიზნესები (SME), ასევე ტექნოლოგიური სტარტაპებია. X'ACT მომხმარებელს ეტაპობრივ განვითარებაზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს, რაზედაც კომპანიის დამფუძნებელმა BMG-თან პუნქტობრივად ისაუბრა.

• ბანკებთან ურთიერთობა და კრედიტები: სასესხო ურთიერთობების ეფექტიანად დალაგება. • IFRS სტანდარტები და აუდიტი: ფინანსური ანგარიშგებების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ობლიგაციების გამოშვების მხარდაჭერა. • KPI-ების მართვა და ფულადი ნაკადები: ეფექტიანობის ინდიკატორების მონიტორინგი და ლიკვიდობის მართვა. • კაპიტალის მოზიდვა: დახმარება პირველადი, მათ შორის ენჯელ-ინვესტიციების მოზიდვის პროცესში.

X'ACT-ის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე ტექნოლოგიებს. ვასილ რევიშვილის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი პროფესიონალების კონკურენტი კი არ არის, არამედ ისეთივე დამხმარე ინსტრუმენტია, როგორიც თავის დროზე Excel-ი იყო. კომპანია მომხმარებლებს AI-ზე დაფუძნებულ კონკრეტულ „ვიჯეტებსა“ და მოდელებს სთავაზობს:

• ინვოისინგის ავტომატიზებული სისტემა: ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მონაცემთა ანალიზი და ინვოისების ავტომატური გენერირება. • KPI დეშბორდები: კომპანიის მაჩვენებლების ავტომატური შედარება კონკურენტებთან და ბაზრის ტრენდებთან. • კომპანიის შეფასების AI-მოდელი: ინსტრუმენტი, რომელიც სტარტაპებს საშუალებას აძლევს, ერთი ღილაკის დაჭერით გაიგონ საკუთარი ბიზნესის დაახლოებითი საბაზრო ღირებულება ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოებამდე.

კომპანია საქმიანობის აქტიურ ფაზაში შესვლას შემოდგომიდან გეგმავს. სექტემბრის ბოლოდან, X'ACT აპირებს სტარტაპებისთვის პირველი ვორქშოფების ჩატარებას, რათა პრაქტიკაში შეაფასოს მათი საჭიროებები.

გარდა ამისა, ფინანსური საკონსულტაციო კომპანიის მენეჯმენტი საგანმანათლებლო პლატფორმის - Exact Academy-ს ამოქმედებას გეგმავს. პლატფორმაზე განთავსდება ბლოგები, ვიდეოები და სასწავლო მასალები, რომლებიც საზოგადოებას ფინანსური განათლების ამაღლებაში დაეხმარება - დაწყებული საბაზისო ფინანსური წიგნიერებიდან (მათ შორის ფინანსური პირამიდების რისკების თავიდან აცილებით), დამთავრებული საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირების საფუძვლებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შსს-მ 59 არალეგალი მიგრანტი დააკავა - ქვეყნიდან 3 თვეში 1 000 პირია გაძევებული

შსს-მ 59 არალეგალი მიგრანტი დააკავა - ქვეყნიდან 3 თვეში 1 000 პირია გაძევებული

BM.GE

ტრამპის 5 000-დოლარიანი ჩეკები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე არ დაფინანსდება - აშშ-ის ვაჭრობის მდივანი

ტრამპის 5 000-დოლარიანი ჩეკები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე არ დაფინანსდება - აშშ-ის ვაჭრობის მდივანი

BM.GE

"სამწუხაროა, რომ ასეთი ბაზარი შეიძლება ჩაეხსნას საქართველოს" - რა გავლენა ექნება ტურიზმზე ირანული ავიაკომპანიების შეზღუდვას?

"სამწუხაროა, რომ ასეთი ბაზარი შეიძლება ჩაეხსნას საქართველოს" - რა გავლენა ექნება ტურიზმზე ირანული ავიაკომპანიების შეზღუდვას?

BM.GE

საუდის არაბეთმა ერაყიდან დრონებით თავდასხმის გამო მნიშვნელოვანი მილსადენი გათიშა

საუდის არაბეთმა ერაყიდან დრონებით თავდასხმის გამო მნიშვნელოვანი მილსადენი გათიშა

BM.GE