მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს

ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 23:07|bm.ge

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რაც უკრაინაში ომის დასასრულებლად მოსკოვთან დიალოგისთვის ევროპის მზარდ მზადყოფნაზე მიუთითებს.

Euronews-ის ინფორმაციით, ორმა ლიდერმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს სრულმასშტაბიანი შეჭრა და სტაბილური და მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად შინაარსობრივ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

"დისკუსია იყო გულწრფელი და შინაარსიანი. ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგს პირდაპირი გავლენა ექნება როგორც ჩვენს, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დისკუსიას მოითხოვს", - ნათქვამია სტუბის ოფიციალურ განცხადებაში.

"ომს უდიდესი ადამიანური და მატერიალური მსხვერპლი მოჰყვება. ტანჯვა და ნგრევა თაობებს დააჩნდება. საუბრისას ხაზი გავუსვით დეესკალაციის მნიშვნელობას", - განაცხადა სტიორემ.

ნორვეგია და ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უმსხვილეს დონორებს შორის არიან. ლიდერებმა პუტინს განუცხადეს, რომ ეს მხარდაჭერა უცვლელად გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები ბალტიის ზღვის რეგიონსა და შორეულ ჩრდილოეთში.

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა სტუბსა და სტიორეს განუცხადა, რომ "სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის კანონიერი ინტერესების სრული და უპირობო გათვალისწინებითაა შესაძლებელი".

სატელეფონო საუბარი სკანდინავიელი ლიდერების ინიციატივით შედგა, რის შემდეგაც ისინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდნენ.

"ალექსმა [სტუბმა] და იონასმა [სტიორემ] რუს ლიდერს მკაფიოდ განუმარტეს, რომ ჩვენს ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რეალური დეესკალაციური ნაბიჯებია საჭირო", - განაცხადა ზელენსკიმ და "აქტიური" დიპლომატიური მხარდაჭერისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პუტინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრნენფორმულა
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • აშშ თუ პუტინის მხარეს დაიკავეს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკირუსთავი 2
  • პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1 მლნ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალანეტგაზეთი
პუტინის →

მსგავსი სტატიები

28 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

28 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

რუსთავისთვის 70 ახალი ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

რუსთავისთვის 70 ახალი ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

მთავრობამ "წვის დანადგარების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

მთავრობამ "წვის დანადგარების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება - თბილისის ფინანსური სამიტი იმართება

თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება - თბილისის ფინანსური სამიტი იმართება

BM.GE