მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დიდი ბრიტანეთი მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე "კომენდანტის საათის" დაწესებას გეგმავს
დიდი ბრიტანეთი მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე "კომენდანტის საათის" დაწესებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთი მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე "კომენდანტის საათის" დაწესებას გეგმავს

BM.GE16 ივლისი, 2026, 20:41|bm.ge

ბრიტანეთის მთავრობამ 16 და 17 წლის მოზარდებისთვის ღამის საათებში სოციალური ქსელებით სარგებლობის ნებაყოფლობითი "კომენდანტის საათის" შემოღების გეგმა გამოაცხადა -ეს არის ქვეყნის ხელისუფლების უახლესი მცდელობა, ახალგაზრდებში ინტერნეტით გამოწვეული ზიანი შეამციროს.

განცხადების თანახმად, ღამის საათებში მოზარდებისთვის ავტომატურად გამოირთვება ისეთი ფუნქციები, რომლებიც მომხმარებლებს ეკრანთან დიდხანს აჩერებს, მაგალითად, ვიდეოების ავტომატური გაშვება (autoplay).

აღნიშნული ზომები პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მთავრობის ერთ-ერთი ბოლო ინიციატივაა და ძალაში შესვლამდე საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს.

როგორც ვარაუდობენ, ამ წინადადებებს მხარს დაუჭერს და განახორციელებს სტარმერის სავარაუდო მემკვიდრე, ენდი ბერნემიც.

კრიტიკოსები შემოთავაზებული ზომების ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებენ და მიიჩნევენ, რომ მოზარდები უბრალოდ მარტივად გამორთავენ ავტომატურ პარამეტრებს.

გაერთიანებული სამეფოს ონლაინ უსაფრთხოების მინისტრმა, კანიშკა ნარაიანმა ეს მოსაზრება უარყო და აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა მოზარდების შესაძლებლობების "დაკნინებაა".

"მაგალითად, ოქტომბერში ზოგიერთმა პლატფორმამ დანერგა მსგავსი პარამეტრები და მოზარდების 90%-ზე მეტმა დაგვიდასტურა, რომ მათ ეს პარამეტრები შეინარჩუნეს", – განუცხადა მან Sky News-ს.

მინისტრმა მაგალითად ბოლო პილოტური პროგრამის მონაცემები მოიყვანა, რომელშიც დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 300-ზე მეტი მოზარდი და მშობელი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ ღამის საათებში სოციალური ქსელების გამოყენება მკვეთრად შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო ძილისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებას.

დიდ ბრიტანეთში ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციამ (NSPCC) განაცხადა, რომ შემოთავაზებული წინადადებები სოციალურ მედიაში ახალგაზრდების გამოცდილებას გარკვეულწილად გააუმჯობესებს, თუმცა მხოლოდ ეს ზომები საკმარისი არ იქნება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"მოქალაქის ჯიბის სიმძლავრე მცირდება, რაც ბიზნესზე პირდაპირ აისახება" - ალექსანდრე რატიშვილი

"მოქალაქის ჯიბის სიმძლავრე მცირდება, რაც ბიზნესზე პირდაპირ აისახება" - ალექსანდრე რატიშვილი

BM.GE

ომის დასრულების შემთხვევაში თურქეთი ზღვაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდება

ომის დასრულების შემთხვევაში თურქეთი ზღვაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდება

BM.GE

ანაკლიის Landlord-ის მოდელით აშენება საუკეთესო პირობებს შექმნის ტვირთების მოსაზიდად - კობახიძის სიტყვა საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე

ანაკლიის Landlord-ის მოდელით აშენება საუკეთესო პირობებს შექმნის ტვირთების მოსაზიდად - კობახიძის სიტყვა საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე

BM.GE

ირაკლი კობახიძე China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა - რაზე ისაუბრეს

ირაკლი კობახიძე China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა - რაზე ისაუბრეს

BM.GE