მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დიდი ბრიტანეთის მეფე ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ლიდერებს შეხვდება
დიდი ბრიტანეთის მეფე ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ლიდერებს შეხვდება

დიდი ბრიტანეთის მეფე ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ლიდერებს შეხვდება

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 01:10|bm.ge

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ხელოვნური ინტელექტის სექტორის წამყვანი ლიდერები ექსკლუზიურ შეხვედრაზე მიიწვია. არსებული ინფორმაციით, დახურული ფორუმი მიმდინარე თვეში შოტლანდიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 30-მდე გავლენიანი ფიგურა მიიღებს.

გამოცემა POLITICO სამეფო კარის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ მონარქი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არ გეგმავს. ბრიტანეთის მეფე მიზნად თანამედროვეობის უმთავრეს გამოწვევაზე მაღალი დონის დიალოგის წარმართვასა და აზრთა გაცვლის წახალისებას ისახავს.

როგორც ირკვევა, მიწვეულ სტუმრებს შორის Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი, Google DeepMind-ის თანადამფუძნებელი დემის ჰასაბისი და ვატიკანის მრჩეველი პაოლო ბენანტი არიან.

რაც შეეხება ბრიტანეთის მონარქის დამოკიდებულებას ტექნოლოგიური სექტორის მიმართ, მეფე ჩარლზ III ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და რეგულირების პროცესებში აქტიურად მონაწილეობს. გასულ წელს, ვაშინგტონში გამართული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანეთის მეფე Nvidia-ს, Apple-ის, Amazon-ისა და Google-ის ხელმძღვანელებს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიური პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყება მეეჭვება” - ასოციაცია “როსელხოზნადზორის” გადაწყვეტილებაზე

“რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყება მეეჭვება” - ასოციაცია “როსელხოზნადზორის” გადაწყვეტილებაზე

BM.GE

მსგავს პროგრამებს დევნილი ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება უნდა უძღოდეს წინ - ურუშაძე

მსგავს პროგრამებს დევნილი ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება უნდა უძღოდეს წინ - ურუშაძე

BM.GE

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

BM.GE

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

BM.GE