მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა

BM.GE11 ივნისი, 2026, 20:22|bm.ge

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი თანამდებობიდან გადადგა. ოფიციალურ წერილში ყოფილმა მაღალჩინოსანმა გადაწყვეტილების მიზეზად მთავრობის მხრიდან წარდგენილი თავდაცვის ბიუჯეტის ის ახალი გეგმა დაასახელა, რომელიც ჰილის მოთხოვნებს არ ითვალისწინებდა.

თავის ტექსტში ჰილმა პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა სამინისტრო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის არასაკმარისი რესურსების გამოყოფაში ღიად დაადანაშაულა. ყოფილი მინისტრის განცხადებით, ახალი ბიუჯეტი ვერ ასახავს იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც დღეს სახელმწიფო დგას. როგორც ირკვევა, მინისტრმა საბიუჯეტო დოკუმენტის საბოლოო ვერსია ორშაბათს მიიღო და მიიჩნია, რომ დაფინანსება რეალურ საჭიროებებს მკვეთრად ჩამორჩებოდა.

რაც შეეხება თავად დოკუმენტს, როგორც ჰილი მიუთითებს, მასში თავდაცვის ბიუჯეტი ისე არის განსაზღვრული, რომ სამხედრო მიმართულების განვითარება ქვეყნის პრიორიტეტად მხოლოდ ათწლეულის მიწურულს იქცევა, ისიც ისე, რომ 2030 წლისთვის სამხედრო ხარჯები მაქსიმუმ მშპ-ს 2.68%-ს მიაღწევს.

პოლიტიკოსი განმარტავს, რომ არსებული ფინანსური მდგომარეობა უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეს მაჩვენებელი 2.6%-მდე მომავალ წელსვე გაიზარდოს. ჰილი მიიჩნევს, რომ დიდ ბრიტანეთს უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევები ახლა აქვს და რომ ეს ტენდენცია მომდევნო ორ წელიწადში ისევ გაგრძელდება, შესაბამისად, ბიუჯეტის ამჟამინდელი პროექტი ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ დააყენებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითიმედი
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

BM.GE

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE