მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დიდი ოდენობით ფულის გათეთრებისთვის საქმე 4 უცხოელისა და 5 იურიდიული პირის მიმართ აღიძრა - პროკურატურა
დიდი ოდენობით ფულის გათეთრებისთვის საქმე 4 უცხოელისა და 5 იურიდიული პირის მიმართ აღიძრა - პროკურატურა

დიდი ოდენობით ფულის გათეთრებისთვის საქმე 4 უცხოელისა და 5 იურიდიული პირის მიმართ აღიძრა - პროკურატურა

BM.GE27 ივლისი, 2026, 11:23|bm.ge

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დანაშაულები სხვადასხვა ქვეყანაში ჩაიდინეს და უკანონო შემოსავლის გასათეთრებლად, აქტივები საქართველოში გადმოიტანეს.

"ფულის გათეთრების მიზნით, რეალური სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, ბრალდებულებმა საქართველოში დააფუძნეს საწარმოები და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით და ფიქტიური დანიშნულებების მითითებით, პირადი და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე, უცხოეთიდან დანაწევრებით გადმორიცხეს უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის 21.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა.

ასევე, ფულის გათეთრების მიზნით, მათ ქართულ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხების მცირე ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით გადარიცხეს საზღვარგარეთ, სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე, ხოლო უკანონო აქტივების ძირითადი ნაწილი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იქნა დაყადაღებული.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ფიზიკურ პირებთან მიმართებით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გენერალურ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ბექა კვიციანის განცხარებით, გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული, დაახლოებით 14 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის და 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენ პირებთან მიმართებით მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ტარდება", - აღნიშნა კვიციანმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„გუმბათი“ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ „Best Western”-თან თანამშრომლობას იწყებს

„გუმბათი“ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ „Best Western”-თან თანამშრომლობას იწყებს

BM.GE

ინდექსაციის წესი მიღებულია, თუმცა ბიზნესს შენიშვნები აქვს 60%-იან ზღვართან და სექტორული შეზღუდვებთან - ზვიად თოიძე

ინდექსაციის წესი მიღებულია, თუმცა ბიზნესს შენიშვნები აქვს 60%-იან ზღვართან და სექტორული შეზღუდვებთან - ზვიად თოიძე

BM.GE

InexPay - საერთაშორისო გადახდები დისტანციურად

InexPay - საერთაშორისო გადახდები დისტანციურად

BM.GE

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა ₾49.8 მლნ-მდე გაიზარდა

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა ₾49.8 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE