მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დიღომი გარდენსის" კამპანია „ჩემი უბნის მელოდია“ პასუხობს კითხვას - რა სურთ მობინადრეებს თანამედროვე თბილისისგან
"დიღომი გარდენსის" კამპანია „ჩემი უბნის მელოდია“ პასუხობს კითხვას - რა სურთ მობინადრეებს თანამედროვე თბილისისგან

"დიღომი გარდენსის" კამპანია „ჩემი უბნის მელოდია“ პასუხობს კითხვას - რა სურთ მობინადრეებს თანამედროვე თბილისისგან

BM.GE7 ივლისი, 2026, 18:13|bm.ge

როდესაც ქალაქში ცხოვრების ტემპი სულ უფრო ჩქარდება, იზრდება მოთხოვნა ისეთ საცხოვრებელ გარემოზე, რომელიც სიმშვიდეს და რეკრეაციულ სივრცეებს აერთიანებს.“დიღომი გარდენსი” ქმნის საცხოვრებელ კომპლექსს, სადაც ყოველდღიურობას თავისი განსაკუთრებული რიტმი შეიძლება ჰქონდეს. სწორედ ამ კონცეფციაზე დაყრდნობით ბრენდმა ააგო კამპანია - “ჩემი უბნის მელოდია”.

მელოდია აქ მხოლოდ მუსიკა არ არის. ეს ის ხმებია, რომლებიც უბანს სიცოცხლეს სძენს - გაზაფხულის დილას ფანჯრიდან შემოსული ჩიტების ჭიკჭიკი, ეზოში მოთამაშე ბავშვების სიცილი, მეზობლების საუბარი და ხეების შრიალი, რომელიც ყოველდღიურობას მშვიდ ფონად გასდევს.

ორთვიანი კამპანიის ფარგლებში "დიღომი გარდენსმა" რამდენიმე მოკლე ვიდეო წარმოადგინა, რომლებშიც სწორედ ეს განწყობა და ცხოვრების რიტმი აისახა. ვიდეოებმა აჩვენა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს "დიღომი გარდენსის" მცხოვრებლის ერთი ჩვეულებრივი დღე და როგორ იქცევა საცხოვრებელი სივრცე უბრალოდ სახლზე მეტად - ადგილად, სადაც ყოველდღიურობა საკუთარ მელოდიას ქმნის.

კამპანია „ღია კარის დღით“ დასრულდა, სადაც „ჩემი უბნის მელოდიის“ კონცეფცია ფიზიკურ სივრცეში გაცოცხლდა. ღონისძიების დიზაინი და ატმოსფერო იმავე ვიზუალურ და ემოციურ ენას აგრძელებდა, რომელიც კამპანიის ვიდეოებში იყო წარმოდგენილი - თითქოს სტუდიის დეკორაციამ პროექტის ეზოში თავისი ადგილი დაიკავა.

ღია კარის დღის მიზანი იყო იმ განწყობის შექმნა, რომელიც მომავალში უბნის ყოველდღიურობის ნაწილი გახდება. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ არაფორმალურ გარემოში გასცნობოდნენ პროექტს, მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და საკუთარი ტემპით შეეგრძნოთ სივრცის ატმოსფერო.

"დიღომი გარდენსი" თბილისის ბაზარზე შედარებით ახალი პროექტია, თუმცა ევროპული არქიტექტურის შთაგონებით შექმნილმა კონცეფციამ უკვე მოიპოვა აუდიტორიის ყურადღება. კომპანიის განცხადებით, აუდიტორიასთან მუდმივი დიალოგი და სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები პროექტის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. მათი მიზანია, საცხოვრებელი გარემოს შექმნის ახალი სტანდარტი დაამკვიდრონ – ისეთი, სადაც არქიტექტურა, გარემო და ადამიანური გამოცდილება ერთიან ისტორიად ყალიბდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნაიმედი
  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE