მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დიპლომატიის აკადემიაში შრომითი ხელშეკრულებით 16 ადამიანი დასაქმდება
დიპლომატიის აკადემიაში შრომითი ხელშეკრულებით 16 ადამიანი დასაქმდება

დიპლომატიის აკადემიაში შრომითი ხელშეკრულებით 16 ადამიანი დასაქმდება

BM.GE7 ივლისი, 2026, 16:57|bm.ge

დიპლომატიის აკადემიაში შრომითი ხელშეკრულებით 16 ადამიანი დასაქმდება - შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გამოსცა.

დოკუმენტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - დიპლომატიის აკადემიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობას განსაზღვრავს.

მთავრობამ სსიპ დიპლომატიის აკადემიას თანხმობა მისცა დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით 16 ადამიანი დაასაქმოს.

აღსანიშნია, რომ დიპლომატიის აკადემიის შექმნა „ქართული ოცნების“ ინიციატივაა. „ოცნება“ აკადემიის შექმნის მიზეზად იმას ასახელებს, რომ „არსებული კერძო და უმაღლესი სასწავლებლები ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის სათანადო ცოდნისა და უნარების განვითარებას ამ მიმართულებით“.

დიპლომატიის აკადემია დაექვემდებარება საგარეო საქმეთა სამინისტროს და 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. მის რექტორად მთავრობამ დიპლომატი თამარ ბერუჩაშვილი დანიშნა, რომელიც სხვადასხვა დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს იკავებდა, იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსული Urals-ის ფასი ომამდე ნიშნულს ჩამოსცდა

რუსული Urals-ის ფასი ომამდე ნიშნულს ჩამოსცდა

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანეთის ელჩს და LSE-ს წარმომადგენელს შეხვდა - რა განიხილეს?

მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანეთის ელჩს და LSE-ს წარმომადგენელს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE

სილქნეტი "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

სილქნეტი "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE