მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Gulf-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
Gulf-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

Gulf-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

BM.GE21 აგვისტო, 2026, 22:57|bm.ge

პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ კამპანიას “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” Gulf-ი შეუერთდა. კომპანიამ პარაოლიმპიელ ჩემპიონთან, ირმა ხეცურიანთან დაიწყო თანამშრომლობა.

Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შექმნილი საქართველოს ბანკის კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას, რათა პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.

„ჩვენთვის პარალიმპიელი ჩემპიონის მხარდაჭერა ნიშნავს ვიყოთ მის გვერდით არა მხოლოდ გამარჯვების მომენტში, არამედ წარმატებისკენ მიმავალ გზაზეც. გვჯერა, რომ ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია პარასპორტსმენების მიღწევების მეტი ხილვადობისა და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ ირმა ხეცურიანის წარმატების გზაზე მის გვერდით ვიქნებით”, - აღნიშნავს ნინო ჯიბლაძე, გალფის მარკეტინგის დირექტორი.

ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია

საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა – შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

რომელი ბრენდი იქნება შემდეგი?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კომპანია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინესფორმულა
  • აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანანეტგაზეთი
  • კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი: Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯთეფექტური გავხადოთიმედი
  • "ყველა ის კომპანია, რომელიც არაკეთილსინდისიერად იქცევა, თანამშრომლობს ბარბაროსულ რეჟიმთან, აუცილებლად აგებს პასუხს და გადაიხდის პოლიტიკურ ფასს" - ლაშა ფარულავარუსთავი 2
კომპანია →

მსგავსი სტატიები

ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ₾4.12 მილიონია

ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ₾4.12 მილიონია

BM.GE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE

ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა

ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა

BM.GE

ბოლნისში ძველი გერმანული დასახლების და ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია იგეგმება

ბოლნისში ძველი გერმანული დასახლების და ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია იგეგმება

BM.GE