
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები
გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.37 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.621 ლარს მიაღწია. თუმცა ეროვნული ბალუტა გაუფასურდა ევროსთან - 3.52 თეთრით და 1 ევრო 3.0585 ლარი გახდა.
ლარი ასევე გაუფასურდა გირვანქა სტერლინგთან 2.89 თეთრით და კურსმა 3.5684 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან და აზერბაიჯანულ მანათთან, თუმცა გაუფასურდა რუსულ რუბლთან და სომხურ დრამთან.
რაც შეეხება გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, ჯერჯერობით ცნობილია ექსპორტის და იმპორტის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ივლისში ექსპორტი 30%-ით, 792 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი კი 6%-ით, 1.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ასევე ცნობილია ფულადი გზავნილების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ივლისში 4%-ით, 350 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ასევე ცნობილი გახდა სავალუტო რეზერვების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში რეზერვები 404 მილიონი დოლარით, 7.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ვალუტა გაცვლითი კურსი ცვლილება (თეთრი) 1 აშშ დოლარი 2.6125 +0.37 თეთრი 1 ევრო 3.0585 -3.52 თეთრი 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5684 -2.89 თეთრი 1 შვეიცარიული ფრანკი 3.2709 -5.37 თეთრი 1 თურქული ლირა 0.0544 +0.02 თეთრი 100 რუსული რუბლი 3.1509 -4.04 თეთრი 1 აზერბაიჯანული მანათი 1.5369 +0.20 თეთრი 1000 სომხური დრამი 7.1587 -1.55 თეთრი 10 უკრაინული გრივნა 0.5847 -0.01 თეთრი 100 იაპონური იენი 1.6472 -0.35 თეთრი
BM.GE
წყარო: bm.ge