მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Disney-მ ასობით თანამშრომელი გაათავისუფლა
Disney-მ ასობით თანამშრომელი გაათავისუფლა

Disney-მ ასობით თანამშრომელი გაათავისუფლა

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 17:10|bm.ge

ამერიკულმა The Walt Disney Company-მ 300-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. შემცირებების ახალი ეტაპი, ძირითადად, ადამიანური რესურსებისა და ტექნოლოგიური დეპარტამენტების პოზიციებს შეეხო.

ამასთან, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, აპრილში მარკეტინგის განყოფილება გაერთიანდა და 1000-მდე პოზიცია გაუქმდა. ამას გარდა, ივლისში ასობით თანამშრომელი Pixar-ის, ESPN-ისა და National Geographic-ის დეპარტამენტებიდან გაათავისუფლეს.

საყურადღებოა, რომ ეს საკადრო ცვლილებები ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ჯოშ დ'ამაროს სტრატეგიის ნაწილია. მან კომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე ბობ აიგერი მიმდინარე წლის მარტში ჩაანაცვლა და მისი მიზანი Disney-ის ეფექტიანობის დრამატულად გაზრდაა.

რაც შეეხება სამომავლო ხედვას, ჯოშ დ'ამაროს სტრატეგია მიზნად სხვადასხვა განყოფილების ინტეგრაციას ისახავს. პროექტი კინემატოგრაფიის, სტრიმინგის, თემატური პარკებისა და სპორტული მიმართულებების გაერთიანებას მოიაზრებს.

ასეთი დრამატული ცვლილებების მთავარი მიზეზი ისაა, რომ 5-წლიან პერიოდში Disney-ის შეფასება 40%-ით არის შემცირებული, მაშინ როცა Nasdaq-ის ინდექსს ამავე პერიოდში 105%-იანი ზრდა აქვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

Pandora-მ ვიეტნამში მსოფლიოში უდიდესი საიუველირო ქარხანა გახსნა

Pandora-მ ვიეტნამში მსოფლიოში უდიდესი საიუველირო ქარხანა გახსნა

BM.GE

აწყობილია მთელი ბიუროკრატია, რაც ხილის ექსპორტს ძალიან უშლის ხელს - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

აწყობილია მთელი ბიუროკრატია, რაც ხილის ექსპორტს ძალიან უშლის ხელს - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

BM.GE

ენგურჰესმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის დენის უსასყიდლოდ მიწოდებით ₾64 მილიონის შემოსავალი დაკარგა

ენგურჰესმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის დენის უსასყიდლოდ მიწოდებით ₾64 მილიონის შემოსავალი დაკარგა

BM.GE