მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა
თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 19:28|bm.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ასევე სასამართლოს ალტერნატივის სახით 20 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • ნინო წილოსანი: სამწუხაროა, რომ იმათმა, ვინც პატიმრობაში რჩებიან თავი დაიტყვევს იმ გარე ძალების ზეგავლენით, რომლებიც ჯერ აიძულებდნენ რომ დანაშაული ჩაედინათ, ხოლო ახლა აიძულებენ, ჰედლაინად სინდისის პატიმრების გამოყენების მიზნით ეს ადამიანები პატიმრობაში დატოვონიმედი
  • დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდაფორმულა
  • დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • დაურ ბუავას საქმეზე ბრალდებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდესტვ პირველი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

რა შეიცვლება 2026 წლის ბიუჯეტში? - ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტება

რა შეიცვლება 2026 წლის ბიუჯეტში? - ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტება

BM.GE

"ბარსელონას" გასული სეზონის შემოსავალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა

"ბარსელონას" გასული სეზონის შემოსავალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა

BM.GE

ბათუმში ტაილანდურ რესტორანს - შპს "ერდოღან ქალაიჯის" საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს-ი დარღვევებზე

ბათუმში ტაილანდურ რესტორანს - შპს "ერდოღან ქალაიჯის" საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს-ი დარღვევებზე

BM.GE

პროკურატურამ ₾5.5 მილიონის ყალბი სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა

პროკურატურამ ₾5.5 მილიონის ყალბი სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა

BM.GE