მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დოლარში 10%-იანი სასესხო განაკვეთის მომსახურება ნებისმიერი ბიზნესისთვის რთულია - ლევან დიასამიძე
დოლარში 10%-იანი სასესხო განაკვეთის მომსახურება ნებისმიერი ბიზნესისთვის რთულია - ლევან დიასამიძე

დოლარში 10%-იანი სასესხო განაკვეთის მომსახურება ნებისმიერი ბიზნესისთვის რთულია - ლევან დიასამიძე

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 23:43|bm.ge

სესხის მომსახურება და გაძვირებული სამშენებლო ფასები დეველოპერული სექტორისთვის გარკვეულწილად, პრობლემას წარმოადგენს - ამის შესახებ BMG-სთან „იბერკომპანის“ დირექტორი ლევან დიასამიძე საუბრობს. მისი თქმით, დოლარში 10%-იანი სასესხო განაკვეთის მომსახურება ნებისმიერი ბიზნესისთვის რთულია, თუმცა, დეველოპმენტში არსებული მარჟები ჯერჯერობით, სტაბილურობას ინარჩუნებს და დარგი მოგებაზე მუშაობს.

„სესხის მომსახურება, გაძვირებული სამშენებლო ფასები - ეს გარკვეულწილად, პრობლემას წარმოადგენს. პრობლემას წარმოადგენს ასევე, სესხის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც საკმაოდ მაღალია და არ არსებობს საქართველოში ბიზნესი, რომელიც ამას არ ჩიოდეს, დოლარში რომ ავიღოთ, 10%-ის მომსახურება - ძალიან რთულია ნებისმიერი ბიზნესისთვის. მაგრამ ამ ეტაპზე დეველოპმენტის დარგში, მშენებლობის ღირებულების ზრდის მიუხედავად, მოგებიანობის მარჟები მეტ-ნაკლებად, სტაბილურია და არ ვდგავართ იმის წინაშე, რომ დაკრედიტებას და სესხებს ვერ მოემსახუროს დარგი. მეტიც, დარგი მოგებას აგენერირებს და ამ მხრივ საშიშროება არ არის“ - ამბობს ლევან დიასამიძე BMG-სთან.

ამასთან, მისივე თქმით, უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორში საბანკო დაკრედიტების მაღალი ტემპით ზრდა დაგროვილი მოთხოვნის რეალიზებით არის განპირობებული და ამ ეტაპზე, ბაზრის გადახურების რეალური საფრთხე არ არსებობს. მისი განმარტებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბანკებს, მაღალი კონცენტრაციისა და შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, დეველოპმენტის დაკრედიტება შენელებული ჰქონდათ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულაციები ნაკლებად მკაცრი გახდა, შეკავებული მოთხოვნა ბაზარზე სწრაფად რეალიზდა.

„ეს ეფექტები დაგროვილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგია. ასეთი ტემპით ზრდა ვერ გაგრძელდება, თუმცა მცირედი ზრდის დინამიკა მაინც შენარჩუნდება. დღეს ვერ ვიტყოდით, რომ გადახურების რისკის წინაშე ვართ, თუმცა ამ ზღვართან ახლოს ვართ და სიფრთხილეა საჭირო,“ - ამბობს ლევან დიასამიძე.

რაც შეეხება უძრავი ქონების მენეჯმენტის სექტორს, რომლის საკრედიტო პორტფელის მოცულობა ბანკებში 4,526 მლრდ ლარია და დაკრედიტების 26%-იან ზრდას აფიქსირებს, დიასამიძის შეფასებით, აქ ზრდა ეკონომიკურმა აქტივობამ და ობიექტების მაღალმა დატვირთულობამ განაპირობა - გაზრდილმა საიჯარო შემოსავლებმა კომპანიებს საშუალება მისცა, ახალი პროექტების დასაფინანსებლად დამატებითი საბანკო რესურსები მოეზიდათ.

„სავაჭრო ცენტრი, რომელსაც ვმართავთ, 100%-ით არის დატვირთული. ასევე, საიჯარო გადასახადი მცირედით, მაგრამ იზრდება - შემოსავალი გვეზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტიპის კომპანიებს საშუალება უჩნდებათ დამატებითი რესურსები მოიძიონ ახალი პროექტებისთვის. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ: პირველი - დარგი ძალიან სტაბილურია; მეორე - დარგს გაეზარდა შემოსავალი; ამან საშუალება მისცა ახალი რესურსების მოზიდვის და ვფიქრობ, ეს არის ძირითადი მიზეზი, რამაც გამოიწვია საკრედიტო პორტფელის ზრდა. ასევე, ბაზარზე რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს და ესეც გარკვეულწილად, აისახება ხოლმე საბანკო პორტფელის ზრდაში“ - განმარტავს ლევან დიასამიძე.

უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი პოზიცია უჭირავს. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სექტორის საკრედიტო პორტფელი 5.38 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 27%-იანი ზრდაა. მთლიანად ბიზნეს სექტორზე გაცემული სესხების მოცულობამ აგვისტოში 44.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის დაკრედიტების ზრდის ტემპი მთლიანად ბიზნესის საკრედიტო პორტფელის ზრდას აღემატება. დეველოპმენტის შემდეგ, საკრედიტო პორტფელის მოცულობით მეორე ადგილზე უძრავი ქონების მენეჯმენტის სექტორია, რომლის დაკრედიტებაც 4.53 მილიარდ ლარს შეადგენს და წლიურად 26%-ით არის გაზრდილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU-ს ქვეყნები უკრაინისთვის გაჭიანურებული €6.6 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდნენ

EU-ს ქვეყნები უკრაინისთვის გაჭიანურებული €6.6 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდნენ

BM.GE

საქართველომ საკმაოდ კარგად გაართვა თავი ავიაციაში შექმნილ კრიზისს - გიორგი შენგელია

საქართველომ საკმაოდ კარგად გაართვა თავი ავიაციაში შექმნილ კრიზისს - გიორგი შენგელია

BM.GE

უნგრეთის ახალმა მთავრობამ ევროკავშირის თავდაცვის სესხის მოთხოვნა 16-დან 5 მილიარდ ევრომდე შეამცირა

უნგრეთის ახალმა მთავრობამ ევროკავშირის თავდაცვის სესხის მოთხოვნა 16-დან 5 მილიარდ ევრომდე შეამცირა

BM.GE

ნიგერიამ და აშშ-მა სამთო-მოპოვებით სექტორში ინვესტიციების გაზრდაზე შეთანხმება გააფორმეს

ნიგერიამ და აშშ-მა სამთო-მოპოვებით სექტორში ინვესტიციების გაზრდაზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE