მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპი კუბის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებაზე ალაპარაკდა
დონალდ ტრამპი კუბის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებაზე ალაპარაკდა

დონალდ ტრამპი კუბის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებაზე ალაპარაკდა

BM.GE23 მაისი, 2026, 01:40|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის კომუნისტური რეჟიმის შესაცვლელად შესაძლო სამხედრო მოქმედებების განხორციელებაზე ისაუბრა. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან კუბაში ინტერვენციას ამერიკის წინა პრეზიდენტებიც ხშირად განიხილავდნენ.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ საჭიროება მოითხოვს, ის ამ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამს. საყურადღებოა, რომ პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო მოსაზრება, თითქოს კარიბის ზღვაში შეყვანილი ავიამზიდ USS Nimitz-ის დანიშნულება კუბის დაშინებაა.

რაც შეეხება პრობლემის დიპლომატიურად გადაწყვეტას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კუბის კომუნისტურ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შანსი ძალიან მცირეა. მარკო რუბიოს განმარტებით, მართალია, ოფიციალური ვაშინგტონი ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობს, თუმცა ინტერესი ჰავანას მხრიდან არ იკვეთება. სახელმწიფო მდივანი ყურადღებას ამახვილებს კუბას კავშირებზე ჩინეთთან და რუსეთთან და აღნიშნავს, რომ მხარეების სადაზვერვო კავშირების ფონზე არსებული ვითარება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.

ეჭვები კუბაზე სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კუბის ყოფილ პრეზიდენტს, 94 წლის რაულ კასტროს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მას გამოძიება 1996 წელს კუბის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ აშშ-ის ორი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებას ედავება. როგორც ცნობილია, ეს შემთხვევა იმ პერიოდში მოხდა, როდესაც რაულ კასტრო თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

კუბის მოქმედმა პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა დასახელებული ბრალდება მწვავედ დაგმო. მან ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კუნძულზე აგრესიის გასამართლებლად გამიზნულ "პოლიტიკურ ტრიუკად" შეაფასა.

ექსპერტები ვაშინგტონის მიმდინარე მოქმედებებს ადარებენ ვენესუელაში იანვრის დასაწყისში განხორციელებულ იმ სამხედრო ოპერაციას, რომლის დროსაც აშშ-მა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE