მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპი ომანს ჰორმუზის სრუტის გამო სამხედრო დარტყმით დაემუქრა
დონალდ ტრამპი ომანს ჰორმუზის სრუტის გამო სამხედრო დარტყმით დაემუქრა

დონალდ ტრამპი ომანს ჰორმუზის სრუტის გამო სამხედრო დარტყმით დაემუქრა

BM.GE28 მაისი, 2026, 17:21|bm.ge

დონალდ ტრამპი ომანს ჰორმუზის სრუტის გამო სამხედრო დარტყმით დაემუქრა. აშშ-ის პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო ის გეგმა, რომელიც ირანისა და ომანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებიდან ერთობლივი ბაჟის აკრეფას ითვალისწინებდა და განაცხადა, რომ თუ ომანი სხვა მეზობელი სახელმწიფოების მსგავსად არ მოიქცევა, ამერიკულ მხარეს მისი ობიექტების განადგურება მოუწევს. პრეზიდენტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო წყლებს მიეკუთვნება, ამიტომ მის კონტროლს ამერიკა "არავის დაუთმობს" და უსაფრთხოებას თავად უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ სანაოსნო მონაკვეთის გახსნა აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე სამთვიანი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის თებერვალში, ისრაელისა და ამერიკის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის პასუხად, თეირანმა ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩაკეტა, რამაც ენერგეტიკულ ბირჟას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ამასთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სპეციალისტები შიშობენ, რომ საზღვაო მიმოსვლის პარალიზება საერთაშორისო სასურსათო კრიზისის წინაპირობაც გახდება.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა აპრილში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აამოქმედა, თუმცა სრუტე ამ დრომდე ბლოკირებული რჩება, რადგან მას ირანი ომის დასრულების დათქმის გარეშე არ ხსნის.

ცნობისთვის, ამ სტრატეგიულ მარშრუტზე მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% გადის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიასიმედი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →სამხედრო →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE