მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპმა რუსეთთან მასშტაბური შეთანხმება დააანონსა
დონალდ ტრამპმა რუსეთთან მასშტაბური შეთანხმება დააანონსა

დონალდ ტრამპმა რუსეთთან მასშტაბური შეთანხმება დააანონსა

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 15:52|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან შეხვედრა გამართა. ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მხარეებს შორის მზადდება მასშტაბური შეთანხმება, რომელიც შესაძლოა მთელ ევროპას შეეხოს.

ამერიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეთრ სახლში მყოფ უკრაინელ ოფიციალურ პირებს არ შეხვედრია და მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ მათთვის არაფერი გაუზიარებია.

ინფორმაციისთვის, ეს დიპლომატიური შეხვედრა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიების პარალელურად გაიმართა. მელანია ტრამპმა თეთრ სახლში რუს და უკრაინელ წარმომადგენლებს უმასპინძლა, რათა ქალაქ ოლეშკიში მიღწეული ჰუმანიტარული ზავი აღენიშნა.

ღონისძიებას უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი დავით არახამია და ადამიანის უფლებათა ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეციც ესწრებოდნენ.

დავით არახამიამ მელანია ტრამპის საქმიანობა დადებითად შეაფასა და დეესკალაციის პროცესის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

თავის მხრივ, კირილ დმიტრიევმა პირველ ლედის ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინმა პირადი განკარგულება გასცა.

ცნობისთვის, მელანია ტრამპის შუამავლობით ქალაქ ოლეშკიში მიღწეული ექვსდღიანი ლოკალური ზავი 27 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე მოქმედებდა. ამ შეთანხმებამ კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები დროებით შეაჩერა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უზრუნველყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 276 სტატია.

  • პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვით ოთხი პირი დააკავესფორმულა
  • რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადანეტგაზეთი
  • ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართებარუსთავი 2
  • რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს - იაროსლავლში ხანძარიატვ პირველი
რუსეთის →ტრამპი →

მსგავსი სტატიები

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

BM.GE

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

BM.GE

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

BM.GE

"მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებს ვუყურებთ"|როგორ აფასებს Fitch-ი სებ-ის დამოუკიდებლობას?

"მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებს ვუყურებთ"|როგორ აფასებს Fitch-ი სებ-ის დამოუკიდებლობას?

BM.GE