მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპმა სი ძინპინი ვაშინგტონში ოფიციალურად მიიწვია
დონალდ ტრამპმა სი ძინპინი ვაშინგტონში ოფიციალურად მიიწვია

დონალდ ტრამპმა სი ძინპინი ვაშინგტონში ოფიციალურად მიიწვია

BM.GE15 მაისი, 2026, 03:41|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და მისი მეუღლე პენ ლიუანი თეთრ სახლში მიიწვია. როგორც ირკვევა, მაღალი დონის შეხვედრა ვაშინგტონში 24 სექტემბრისთვის დაიგეგმა.

ტრამპმა პეკინში გამართულ ბანკეტზე ჩინეთში მიმდინარე ვიზიტს "ისტორიული" და "ფანტასტიკური" უწოდა. მისი განმარტებით, მხარეებს შორის გამართული დიალოგი უკიდურესად პოზიტიური და პროდუქტიული იყო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მომავალ ვიზიტს დიდი მოლოდინით ელის.

აღსანიშნავია, რომ ლიდერების საჯარო კეთილგანწყობის მიუხედავად, დახურულ ფორმატში გამართული მოლაპარაკებები დაძაბული აღმოჩნდა. ჩინური მხარის ინფორმაციით, სი ძინპინმა ტაივანის საკითხს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა. ჩინეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ამ საკითხზე პეკინის პოზიცია უცვლელი რჩება. თეთრი სახლის წარმომადგენელს მედიისთვის გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული თემა არ უხსენებია.

რაც შეეხება მომავალ სამიტს, ის ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ლიდერების რიგით მესამე შეხვედრა იქნება. მანამდე პრეზიდენტები ერთმანეთს გასული წლის ოქტომბერში, სამხრეთ კორეაში შეხვდნენ. დაგეგმილი ვიზიტით მხარეები ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის გაგრძელებასა და პოზიციების დაახლოებას ისახავენ მიზნად. თეთრი სახლის ადმინისტრაცია ვიზიტის დეტალურ დღის წესრიგზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

ცნობისთვის, სი ძინპინი ამერიკის შეერთებულ შტატებს ბოლოს 2023 წლის ნოემბერში ეწვია. მაშინ ჩინეთის ლიდერი სან-ფრანცისკოში, APEC-ის სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE