მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპმა სი ძინპინს ჩინეთის ბაზარზე Visa-ს დაშვება სთხოვა
დონალდ ტრამპმა სი ძინპინს ჩინეთის ბაზარზე Visa-ს დაშვება სთხოვა

დონალდ ტრამპმა სი ძინპინს ჩინეთის ბაზარზე Visa-ს დაშვება სთხოვა

BM.GE15 მაისი, 2026, 19:58|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს პეკინში გამართულ შეხვედრაზე ამერიკული კომპანია Visa-სთვის ადგილობრივ საგადახდო ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაფართოება სთხოვა.

Fox News-ის ეთერში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი დასახელებულ კომპანიას უკვე მრავალი წელია პირადი ინტერესებით ბლოკავს და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში შეზღუდვები გაუქმდება.

საყურადღებოა, რომ ჩინეთში გამართულ სამიტზე ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში 30-მდე მსხვილი ბიზნესის ხელმძღვანელთან ერთად Visa-ს აღმასრულებელი დირექტორი რაიან მაკინერნიც შედიოდა. დონალდ ტრამპის პირადი ინიციატივით, კორპორაციულ ლიდერებს სი ძინპინისთვის საკუთარი საქმიანობის წარდგენის შესაძლებლობა მისცა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაუჩნდა შტატების ლიდერს მოლოდინი, რომ Visa-ს შეზღუდვები მოეხსნება.

როგორც ირკვევა, თეთრი სახლის მეთაურმა ჩინეთის ბაზარზე ამერიკული კომპანიების დაშვების საკითხი სი ძინპინთან პირისპირ შეხვედრისასაც მკაცრად დააყენა. როგორც ცნობილია, ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო დავაში საგადახდო სისტემების ბაზარზე წვდომის მიღება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევა.

ცნობისთვის, პეკინმა უცხოურ კომპანიებს ბაზარზე ოპერირების უფლება 2015 წელს მისცა. მათ შორის, Mastercard-სა და American Express-ს. თუმცა Visa-ს შესაბამისი ლიცენზია ამ დრომდე არ აქვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE