მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპმა "სუპერინტელექტის გაერთიანებული ძალები შექმნა" - რა არის ის და ვინ არიან მისი წევრები?
დონალდ ტრამპმა "სუპერინტელექტის გაერთიანებული ძალები შექმნა" - რა არის ის და ვინ არიან მისი წევრები?

დონალდ ტრამპმა "სუპერინტელექტის გაერთიანებული ძალები შექმნა" - რა არის ის და ვინ არიან მისი წევრები?

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 00:15|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ფედერალური მთავრობის საქმიანობის კოორდინაციისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი, "სუპერინტელექტის გაერთიანებული ძალები" შექმნა.

როგორც ირკვევა, ახალ სამთავრობო ორგანოს ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეი კლეიტონი, ვაჭრობის ფედერალური კომისიის თავმჯდომარე ენდრიუ ფერგიუსონი, პენტაგონის მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი ემილ მაიკლი და საკადრო მართვის სამსახურის დირექტორი სკოტ კუპორი უხელმძღვანელებენ. Truth Social-ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჯგუფი ანგარიშვალდებული უშუალოდ პრეზიდენტისა და თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის, სიუზი უაილსის წინაშე იქნება.

აღსანიშნავია, რომ ახალი სამუშაო ჯგუფი მიზნად ტექნოლოგიურ კომპანიებთან, კრიტიკული ინფრასტრუქტურის პროვაიდერებსა და მომხმარებლებთან თანამშრომლობის კოორდინაციას ისახავს. ამ კომისიას ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და პოტენციური საფრთხეების შესახებ ანგარიშის მოსამზადებლად 120-დღიანი ვადა ექნება. ჯგუფმა არსებული კანონმდებლობა უნდა შეაფასოს და კონგრესის მხრიდან დამატებითი რეგულაციების მიღების საჭიროება დაადგინოს. ამას გარდა, კომისიის წევრები კიბერშეტევების, მონაცემთა დარღვევისა და უსაფრთხოების ბარიერების გვერდის ავლის შემთხვევებზე ფედერალური სააგენტოების რეაგირების მექანიზმებსაც შეისწავლიან.

რაც შეეხება რეგულირების პოლიტიკას, როგორც ირკვევა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უპირატესობას ნებაყოფლობით მიდგომას ანიჭებს. როგორც მედია წერს, თეთრი სახლი მიზანმიმართულად გაურბის იმ ნაბიჯებს, რომლებმაც შესაძლოა ტექნოლოგიურ განვითარებასა და კონკურენციას ხელი შეუშალოს. შესაბამისად, რისკების მართვის ძირითად მექანიზმად კვლავ კერძო სექტორი დარჩება.

ცნობისთვის, ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნამდე თეთრ სახლში ხელოვნური ინტელექტის სფეროს ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. დისკუსიაში OpenAI-ის პრეზიდენტი გრეგ ბროკმანი, Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი დარიო ამოდეი და Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი მონაწილეობდნენ. მხარეები მოდელების განვითარების ზედამხედველობაზე, გარე შეფასებებსა და უსაფრთხოების ზომების დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენაზე შეთანხმდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • დონალდ ტრამპმა „სუპერინტელექტის ძალების“ შექმნის შესახებ განაცხადაიმედი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • ტრამპი: სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა, ეს აბსურდული ომი უკრაინასთან უნდა დასრულდესრუსთავი 2
  • თეთრი სახლი თავისუფალ პრესას თავს არ ესხმის - ტრამპიტვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

Deutsche Telekom-ში აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი €2.5 მილიარდის დაზოგვის საშუალებას მისცემთ

Deutsche Telekom-ში აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი €2.5 მილიარდის დაზოგვის საშუალებას მისცემთ

BM.GE

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები ტარდება - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ესპანეთთან?

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები ტარდება - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ესპანეთთან?

BM.GE

რატომ დატოვა OpenAI-ის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა თანამდებობა?

რატომ დატოვა OpenAI-ის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა თანამდებობა?

BM.GE

ქუთაისის სასტუმროს ბიზნესი რაოდენობაზე მეტად მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებზე გადართვას ითხოვს

ქუთაისის სასტუმროს ბიზნესი რაოდენობაზე მეტად მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებზე გადართვას ითხოვს

BM.GE