მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ტრამპი: ბირთვული იარაღის შემცირებაზე შეთანხმება რთული იქნება, თუმცა მუშაობას გავაგრძელებთ
ტრამპი: ბირთვული იარაღის შემცირებაზე შეთანხმება რთული იქნება, თუმცა მუშაობას გავაგრძელებთ

ტრამპი: ბირთვული იარაღის შემცირებაზე შეთანხმება რთული იქნება, თუმცა მუშაობას გავაგრძელებთ

ფორმულა|formulanews.ge

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ბირთვული იარაღის შეზღუდვის შესახებ შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, თუმცა აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას არ შეწყვეტს. ამის შესახებ მან Reuters-თან ინტერვიუში, ჩინეთში გამართული სამმხრივი სამიტის შემდეგ ისაუბრა.

ტრამპის განცხადებით, ბირთვული არსენალის შემცირების იდეას მხარს უჭერს, თუმცა ქვეყნების დარწმუნება, რომ საკუთარ ბირთვულ იარაღზე უარი თქვან, რთული პოლიტიკური და ფსიქოლოგიური გამოწვევაა.

„მე მომწონს თავად ეს კონცეფცია, თუმცა მოლაპარაკებების თვალსაზრისით, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ამის გაკეთება ძალიან რთულია“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც იზიარებს ბირთვული იარაღის შეზღუდვის იდეას, თუმცა რეალური შეთანხმების მიღწევა მარტივი არ იქნება.

ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩინეთთან და რუსეთთან ბირთვული შეიარაღების საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებაა. ვაშინგტონი ცდილობს, შეთანხმების პროცესში პეკინიც ჩართოს, თუმცა ჩინეთი ამ დრომდე თავს იკავებს მსგავსი მოლაპარაკებებისგან.

არსებული მონაცემებით, რუსეთისა და შეერთებული შტატების ბირთვული არსენალი ჩინეთისას მნიშვნელოვნად აღემატება. პეკინი კი ბოლო წლებში ბირთვული შესაძლებლობების გაფართოებას აქტიურად განაგრძობს.

ტრამპის შეფასებით, მიუხედავად მოლაპარაკებების სირთულისა, ბირთვული შეიარაღების შემცირება აუცილებელია და ის ამ საკითხის წამოჭრას მომავალშიც გეგმავს.

ბირთვული იარაღის კონტროლი კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ბირთვული სახელმწიფოები საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს აძლიერებენ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • რაზე ისაუბრეს სამმხრივ შეხვედრაზე ტრამპმა, სი ძინპინმა და პუტინმა?BM.GE
  • ჯეი დი ვენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ ირანთან კონფლიქტი უსასრულო ომად გადაიქცესრუსთავი 2
  • ტრამპი: ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხსაც განვიხილავთტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

აბესაძე: კორუფციის გარეშე ავარიული სახლების პრობლემა 3-4-ჯერ სწრაფად მოგვარდებოდა

აბესაძე: კორუფციის გარეშე ავარიული სახლების პრობლემა 3-4-ჯერ სწრაფად მოგვარდებოდა

ფორმულა

ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმა მოხდა — ეკიპაჟის წევრებმა ხომალდი სასწრაფოდ დატოვეს

ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმა მოხდა — ეკიპაჟის წევრებმა ხომალდი სასწრაფოდ დატოვეს

ფორმულა

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქ კირილეს იუბილეზე მოსკოვში ჩავიდა

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქ კირილეს იუბილეზე მოსკოვში ჩავიდა

ფორმულა

ტრამპმა პუტინს „მეგობარი“ უწოდა, ზელენსკიმ კი კითხვის პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა

ტრამპმა პუტინს „მეგობარი“ უწოდა, ზელენსკიმ კი კითხვის პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა

ფორმულა