მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

BM.GE13 მაისი, 2026, 23:19|bm.ge

რუსეთის დუმამ დროებით ოკუპირებულ ცხინვალთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. დოკუმენტი რატიფიცირებისთვის რუსეთის პრეზიდენტმა შეიტანა.

დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოსკოვში, 2026 წლის 9 მაისს მოაწერეს ხელი.

დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, მხარეები ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას გააგრძელებენ და ეტაპობრივად საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების მიმართ ერთიან მიდგომაზე გადავლენ. იგეგმება საგარეო და თავდაცვა-უსაფრთხოების სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარება, ინფრასტრუქტურის და ადამიანური პოტენციალი განვითარება. ორივე მხარის ტერიტორიებზე აღიარებული იქნება ორივე ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები.

"გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას გაატარონ ზომები შრომის კანონმდებლობის, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში კანონმდებლობის უნიფიკაციისთვის, მათ შორის, ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეთა შრომითი სტაჟის ურთიერთაღიარების საკითხში, ასევე გადადგან ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნისკენ, მხარეების მოქალაქეთა კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის ამაღლებისკენ", - ნათქვამი დუმის გავრცელებულ ინფორმაციას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE