
ძალიან გვინდა, რომ საქართველოს მთავრობასთან კვლავ ვითანამშრომლოთ, მაგრამ მათ ნაბიჯები უნდა გადადგან - მარტა კოსი
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მხოლოდ შემხვედრი ნაბიჯების შემდეგ განაახლებენ.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას მართალია თუ არა რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციების საკითხზე უნდა იმსჯელონ. დღეს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოზეც უნდა იმსჯელონ.
"საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე აქვს. ძალიან გვინდა, საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ მათ ნაბიჯები უნდა გადადგან. სინამდვილეში მიღებული ბევრი კანონით გამო უკან მიდიან. ასე რომ, სანამ წინ არ წავლენ და ევროპული ღირებულებებისკენ არ იმოძრავებენ, ჩვენ მათთან თანამშრომლობას ვერ გავაგრძელებთ. თუმცა მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ქართველი ხალხისთვის. მაშინაც კი თუ ხელისუფლებასთან ურთიერთობას ვწყვეტთ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარს ვუჭერთ მოსახლეობას. არსებობს მრავალი სფერო, სადაც მათ ვეხმარებით და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. კარგი იქნება თუ საქართველო აღარ იქნება კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ წინსვლისთვის ორივე მხარის ჩართულობაა საჭირო", - განაცხადა მარტა კოსმა.
BM.GE
წყარო: bm.ge