მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ძალიან მადლობელი ვარ, სწორი და დროულია“ - მესტიის მერი გამრიცხველიანებას მიესალმება
„ძალიან მადლობელი ვარ, სწორი და დროულია“ - მესტიის მერი გამრიცხველიანებას მიესალმება

„ძალიან მადლობელი ვარ, სწორი და დროულია“ - მესტიის მერი გამრიცხველიანებას მიესალმება

BM.GE1 ივნისი, 2026, 15:07|bm.ge

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი მესტიის გამრიცხველიანების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მიიჩნევს, რომ კრიპტომაინინგის შეზღუდვა და გამრიცხველიანება სვანეთის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა bm.ge-სთან საუბარში განაცხადა.

მესტიის მერის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში დიდი ხანია დგას და ის მადლობას უხდის ყველას, ვისაც მუნიციპალიტეტის განვითარება სურს. ჟორჟოლიანმა დეტალურად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რასაც უკონტროლო მაინინგი ადგილობრივ ეკონომიკასა და ტურიზმს უქმნიდა.

„ძალიან სწორი და დროულია. მაინინგის შეზღუდვა კარგად აისახება ჩვენი კუთხის განვითარებაზე. [ეს პროცესი] ძალიან უშლიდა ხელს ტურიზმისა და მუნიციპალიტეტის განვითარებას. ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება ძალიან გვაზიანებდა. ზამთრობით ელექტროგადამცემ ხაზებზე იმდენად დიდი დატვირთვა იყო, რომ ხშირად კომუნიკაციებს მოწყვეტილები ვიყავით. გვქონია ისეთი პერიოდებიც, როცა ჩამოსული ტურისტი უკან ბრუნდებოდა იმის გამო, რომ შუქი არ იყო. იმედია, ამას ყველაფერს მოევლება, მეტი უშუქობა არ იქნება და მუნიციპალიტეტში ზამთრის ტურიზმი უფრო სწრაფად და კარგად განვითარდება“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

კაპიტონ ჟორჟოლიანი ასევე შეეხო დაგეგმილ სოციალურ პოლიტიკას და განმარტა, თუ როგორ იმოქმედებს ახალი ტარიფები და ლიმიტები მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებზე.

„კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ გადაწყვეტილების გამო ძალიან მადლობელი ვარ. ადგილობრივებს ექნებათ ლიმიტი, რომელსაც გადავუხდით, მაგრამ იმ ზღვარს ზემოთ უკვე გადასახადი დაინიშნება. ეს წესი ყველასთვის იმოქმედებს, თუმცა სოციალურად დაუცველებისთვის [ბაზისური მოხმარება] მუდმივად უფასო იქნება. გასაგებია, რომ მოხმარების მიხედვით მოხდება დათვლა და გადამეტებულ მოხმარებაზე მოსახლეობა თანხას უკვე თავად გადაიხდის“, - განაცხადა მესტიის მერმა.

მთავრობა საქართველოში, მათ შორის მესტიის მუნიციპალიტეტში „უკანონო კრიპტომაინინგის“ წინააღმდეგ ბრძოლა დააანონსა. მდინარაძის თქმით, „მესტიაში უკანონო კრიპტო მაინინგის გამო, ქვეყანაში თითოეული აბონენტი დენის საფასურის გადახდისას დამატებით, 1.5 ლარს იხდის“

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მესტიაში უკანონო მაინინგის გამო, თითოეული აბონენტი ყოველი გადახდისას დამატებით ₾1.5-ს იხდის - მდინარაძე

მესტიაში უკანონო მაინინგის გამო, თითოეული აბონენტი ყოველი გადახდისას დამატებით ₾1.5-ს იხდის - მდინარაძე

BM.GE

"გაიხილეს შესაძლო თანხვედრის სფეროები" - სახდეპის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"გაიხილეს შესაძლო თანხვედრის სფეროები" - სახდეპის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE

მესტიაში დენის მოხმარება ბოლო 5 წელიწადში 45%-ით გაიზარდა - სტატისტიკა წლების მიხედვით

მესტიაში დენის მოხმარება ბოლო 5 წელიწადში 45%-ით გაიზარდა - სტატისტიკა წლების მიხედვით

BM.GE

ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი 2026

ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი 2026

BM.GE