მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ძმრის წარმოება, საკალმახე... - მთავრობამ 5 სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიანიჭა
ძმრის წარმოება, საკალმახე... - მთავრობამ 5 სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიანიჭა

ძმრის წარმოება, საკალმახე... - მთავრობამ 5 სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიანიჭა

BM.GE4 ივლისი, 2026, 22:01|bm.ge

ძმრის წარმოება, საკალმაზე აუზები, კარტოფილის მოყვანა, რძის პროდუქტების წარმოება, პურის ცხობა - მთავრობამ ამ საქმიანობებით დაკავებულ 5 ბიზნესსუბიექტს 5 მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ 1270-ე განკარგულებიდან ხდება ცნობილი, რომელსაც ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დოკუმენტის მიხედვით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი ექნება:

• ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში პურის და ლავაშის მცხობელ პირს; • შპს წალკის მთის პროდუქტებს, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 6 თებერვალს არის დაფუძნებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი, მადონა ჯოყოლიძეა; • კოოპერატივ აგროდონს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკაში, რომელიც კარტოფილის მოყვანით არის დაკავებული; • შპს ვინ ეგარის ქალაქ ცაგერში, რომელიც ვაშლის ძმარს აწარმოებს. კომპანია 2024 წელსაა რეგისტრირებული და მის 50-50%-იან წილებს მარიამ პატარიძე და ალექსი თოთაძე მართავენ; • შპს ჯეო ლს7 გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ბიისში საკალმახე აუზებს 2017 წლიდან ამზადებს.

ცნობისთვის, მაღალმთიანი დასახლების საწარმო არის საწარმო (ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირი), რომელიც საქმიანობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებაში და აქვს მინიჭებული მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. ამ სტატუსის მქონე პირი 10 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება, რაც პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებულ შემოსავლაზე ვრცელდება.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერება სუბიექტის განაცხადის საფუძველზე ხდება, ხოლო სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია როგორც სუბიექტის განაცხადის საფუძველზე, ასევე შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით. ნებისმიერ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური სტატუსის ცვლილებისთვის მიმართავს მთავრობას, რომელიც წყვეტს ამტკიცებს სტატუსის მინიჭებას, შეჩერებასა თუ შეწყვეტას.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Toyota და Joby Aviation-ი მფრინავ ტაქსებს შექმნიან

Toyota და Joby Aviation-ი მფრინავ ტაქსებს შექმნიან

BM.GE

ლუდის TOP 10 იმპორტიორი საქართველოში - კომპანიები და მათი მფლობელები

ლუდის TOP 10 იმპორტიორი საქართველოში - კომპანიები და მათი მფლობელები

BM.GE

ბათუმში ტურისტების ნაკლებობა შეინიშნება - გიდი

ბათუმში ტურისტების ნაკლებობა შეინიშნება - გიდი

BM.GE

საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის და ცხვრის ექსპორტი მზარდია - სად ვყიდით?

საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის და ცხვრის ექსპორტი მზარდია - სად ვყიდით?

BM.GE