მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ძველი საწყობის ფასში ვაქირავებთ ახალ საწყობს" - რას სთავაზობს "მეტა ჰაბი" მომხმარებელს?
"ძველი საწყობის ფასში ვაქირავებთ ახალ საწყობს" - რას სთავაზობს "მეტა ჰაბი" მომხმარებელს?

"ძველი საწყობის ფასში ვაქირავებთ ახალ საწყობს" - რას სთავაზობს "მეტა ჰაბი" მომხმარებელს?

BM.GE14 ივლისი, 2026, 22:52|bm.ge

"გვაქვს დიდი საპარკინგე სივრცე, როგორც ტრაილერებისთვის, ასევე პატარა ავტომობილებისთვის",- ამის შესახებ "მეტა ჰაბის" დამფუძნებელმა დავით ზაუტაშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

კომპანია "მეტა ჰაბი" მრავალფუნქციური სასაწყობე და კომერციული სივრცეა, რომელიც აერთიანებს 200-დან 15 000 კვადრატულ მეტრამდე ფართებს. ისინი განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის კომერციული, საწარმოო და ლოჯისტიკური საქმიანობისთვის. სივრცე ლილოს ტერმინალის გვერდით, აუთლეტ ვილიჯის მიმდებარედაა.

როგორც დავით ზაუტაშვილი აცხადებს, მოსახერხებელ ლოკაციასთან ერთად, "მეტა ჰაბი" მომხმარებლებს მოქნილობას და მიმზიდველ საფასო პოლიტიკას სთავაზობს.

"გავაკეთეთ საერთაშორისო სტანდარტით. თუ ვინმეს აქვს იმის პრობლემა, რომ იქირაოს საწყობი და ვთქვათ სად გააჩეროს ავტომობილი - ეგ პრობლემა მთლიანად გადაჭრილი არის ჩვენთან, მაქსიმალურად გავაკეთეთ აქცენტი ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ასევე მიდის დიდი საავტომობილო გზები როგორც ცენტრალური გზიდან, ასევე შიდა საუბნო გზები, და არის წრიული მოძრაობა.

დიდხანს ვიფიქრეთ საფასო პოლიტიკაზე და დავადგინეთ შემდეგი: დავიწყეთ 5 დოლარიდან - ეს არის ყველაზე მინიმალური ფასი. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურა ახალია, ყველაფერი არის ხილულად დანახვადი, თუნდაც სატრანსპორტო გზა, ყველაფერი, დაცვა, მაგრამ ჩვენ ძველი საწყობის ფასში ვაქირავებთ ახალ საწყობს.

ჩვენ რადგან გაიჯარებით ვართ ამ ეტაპზე დაკავებულები, თვითონ მოიჯარეს შეუძლია, რომ დაარეგისტრიროს, ვთქვათ, კომპანია, აიღოს შესაბამისი ლიცენზიები. ჩვენც გვაქვს ეგეთი კომპანია გაკეთებული, რომელსაც შეუძლია მოემსახუროს სივრცით გაქირავებას. ამიტომ, ყველანაირად მოქნილები ვართ. აქ უკვე როდესაც მოდის მეიჯარე, ყველანაირ კომფორტს ვთავაზობთ.

გვაქვს შოურუმები აშენებული პირველ ზოლში, მეორე ზოლშიც. მაგალითად, ახლა თბილისის განვითარების პოლიტიკაზე საუბრობენ, რომ გაიტანონ გარეთ დაშლილი ავტომობილების ნაწილები, იგივე მეორადი საბურავები, ვთქვათ არ იყოს ქალაქში დატვირთული სერვისის კუთხით, ავტობიზნესის კუთხით და ჩვენ მაგაზეც ვართ მორგებულები. პირდაპირ გვაქვს გაკეთებული შოურუმები, რომელიც დანახვადია და ავტობიზნესს, იგივე შეუძლია რომ სერვისი გააკეთოს",- აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ დაეცა Oracle-ის აქციები 62%-ით?

რატომ დაეცა Oracle-ის აქციები 62%-ით?

BM.GE

რუსეთის წილის მკვეთრი კლება და ჩინეთის ზრდა - რა ტენდენციებს აჩვენებს საქართველოს საგარეო ეკონომიკის უახლესი ინდექსი

რუსეთის წილის მკვეთრი კლება და ჩინეთის ზრდა - რა ტენდენციებს აჩვენებს საქართველოს საგარეო ეკონომიკის უახლესი ინდექსი

BM.GE

ესპანეთში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე ხანძარს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე ხანძარს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

BM.GE

ტრამპის არალეგალური ტარიფების გამო, აშშ-ის მთავრობა $81 მილიარდს უკან აბრუნებს

ტრამპის არალეგალური ტარიფების გამო, აშშ-ის მთავრობა $81 მილიარდს უკან აბრუნებს

BM.GE