მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ECB მოდელ Mythos-ისგან მომდინარე კიბერსაფრთხეების საწინააღმდეგო მექანიზმებს სწავლობს
ECB მოდელ Mythos-ისგან მომდინარე კიბერსაფრთხეების საწინააღმდეგო მექანიზმებს სწავლობს

ECB მოდელ Mythos-ისგან მომდინარე კიბერსაფრთხეების საწინააღმდეგო მექანიზმებს სწავლობს

BM.GE9 მაისი, 2026, 04:38|bm.ge

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ უწყება ხელოვნური ინტელექტის მოდელ Mythos-ისგან მომდინარე საფრთხეებს სწავლობს. როგორც ირკვევა, ევროპული მხარისთვის მთავარი გამოწვევა აღნიშნულ ტექნოლოგიაზე წვდომის არქონაა, რაც ევროზონის ფინანსურ სისტემას აშშ-სთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

კომპანია Anthropic-ის მიერ შემუშავებული მოდელი მიზნად კომპიუტერულ კოდში ხარვეზების აღმოჩენასა და უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს. მიუხედავად ამისა, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების შეფასებით, ის საბანკო სისტემებზე იერიშების გასაძლიერებლადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა სტარტაპმა Anthropic-მა Mythos-ზე წვდომა, ბოროტად გამოყენების შესაძლო რისკების გათვალისწინებით, მხოლოდ აშშ-ში მომუშავე კომპანიების მცირე ჯგუფს, ისიც სატესტო რეჟიმში მისცა.

ესპანეთში გამართულ ღონისძიებაზე ლაგარდმა აღნიშნა, რომ Mythos-ის ირგვლივ არსებული ვითარება აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოს შორის „თანაბარ პირობებს“ არღვევს. მისი თქმით, ცენტრალური ბანკი აქტიურად ცდილობს იმ თავდაცვითი ზომების იდენტიფიცირებას, რომლებიც "ბოროტის მოსურნე სახელმწიფო აქტორების" მხრიდან შესაძლო იერიშების მოსაგერიებლად იქნება საჭირო. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ECB-ის საბანკო ზედამხედველობის ორგანოებმა კომერციული ბანკების მზადყოფნის შემოწმება უკვე დაიწყეს.

ამასთან, ევროკომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Anthropic-ისგან Mythos-ის შესაძლებლობების შესახებ დეტალური მონაცემები მიიღო.

ცნობისთვის, Anthropic-ი ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ლაბორატორიაა, რომლის შეფასებაც ამჟამად $1.2 ტრილიონს აღწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE