მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკაში ჯერ კიდევ ვხედავთ გარკვეულ სტრუქტურულ შეფერხებებს | Fitch Ratings
ეკონომიკაში ჯერ კიდევ ვხედავთ გარკვეულ სტრუქტურულ შეფერხებებს | Fitch Ratings

ეკონომიკაში ჯერ კიდევ ვხედავთ გარკვეულ სტრუქტურულ შეფერხებებს | Fitch Ratings

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 16:14|bm.ge

Fitch Ratings-ის სუვერენული რეიტინგების ჯგუფის დირექტორი და ანალიტიკოსი გრეგ ქისი აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოს ეკონომიკის და სუვერენული რეიტინგის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, თუმცა ასევე ჩანს გარკვეული სტრუქტურული შეფერხებები. მან ამის შესახებ "ანალიტიკასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა. Fitch-ი პროგნოზირებს ეკონომიკური ზრდის შენელებას 2026 წლის 7.5%-დან პოტენციურ 5%-მდე 2027-28 წლებისთვის.

როგორც გრეგ ქისმა აღნიშნა, პროგნოზის თვალსაზრისით, მაღალი ზრდის გათვალისწინებით, ყოველთვის დგას კითხვა მის მდგრადობაზე.

"კომპლექსური მიდგომა გვაქვს, ამიტომ ვუყურებთ უამრავ რაოდენობრივ რიცხვსა და თვისებრივ ელემენტს. საქართველოს ხუთწლიანი საშუალო ზრდა 8%-ზე მაღალია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - გლობალურ სუვერენულ სახელმწიფოებს თუ გადავხედავთ, „BB“ და „BBB“ დიაპაზონში დაახლოებით 40 ქვეყანაა და საქართველო ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა. ასე რომ, ეს მართლაც ძლიერი მხარეა. ეს ასევე აჩვენებს ეკონომიკის მედეგობას იმ უარყოფითი შოკების მიმართ, რომლებიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვნახეთ.

ამავდროულად, ისიც მართალია, რომ ეკონომიკაში არის სიხისტეები, გამოწვევები, მაგალითად, შრომის ბაზარზე. საქართველოში უმუშევრობის დონე მაღალია - „BB“ მედიანაზე ბევრად მაღალი და სამუშაო ძალის მონაწილეობაც დაბალია, განსაკუთრებით ქალებში. ასე რომ, ეკონომიკაში ჯერ კიდევ ვხედავთ გარკვეულ სტრუქტურულ შეფერხებებს. პროგნოზის თვალსაზრისით, მაღალი ზრდის გათვალისწინებით, ყოველთვის დგას კითხვა, რამდენად მდგრადი შეიძლება იყოს ზრდა ამ მაღალი ნიშნულიდან. ჩვენც პროგნოზში გვაქვს ზრდის ტემპის ეტაპობრივი შენელება, მაგრამ ძლიერი სასტარტო პოზიციის გათვალისწინებით, ეს ნიშნავს, რომ მშპ-ის ზრდა საქართველოში მაინც ბევრად მაღალი იქნება რეიტინგის მქონე პარტნიორი ქვეყნების უმეტესობაზე სულ მცირე, 2028 წლამდე", - ამბობს გრეგ ქისი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

BM.GE

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

BM.GE

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

BM.GE

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

BM.GE