მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ეკონომიკის განვითარების კორპორაციისთვის" ფინანსებს სხვადასხვა წყაროდან მოვიძიებთ - კობახიძე
"ეკონომიკის განვითარების კორპორაციისთვის" ფინანსებს სხვადასხვა წყაროდან მოვიძიებთ - კობახიძე

"ეკონომიკის განვითარების კორპორაციისთვის" ფინანსებს სხვადასხვა წყაროდან მოვიძიებთ - კობახიძე

BM.GE3 ივნისი, 2026, 22:03|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალჩამოყალიბებული ეკონომიკის განვითარების კორპორაციისთვის ფინანსური რესურსები სხვადასხვა წყაროდან იქნება მოძიებული. ამის შესახებ მან bm.ge-ის კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერის თქმით, კორპორაციის ფინანსური რესურსების ნაწილი იქნება საბიუჯეტო, თუმცა იქნება სხვა წყაროებიც, მათ შორის საინვესტიციო.

„მთლიანობაში ბევრად უფრო კომპლექსური იქნება იმ კორპორაციის მუშაობა, რომელიც ახლა შეიქმნა. თქვენ იცით, რომ გაერთიანდა რამდენიმე სტრუქტურა, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ და ყოფილი ფონდი, დაემატება ახალი მიმართულებები, ახალი მომსახურებები, შესაბამისად, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი ამ კორპორაციის მუშაობით საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის,“საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაცია” საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა, რომელმაც ყოფილი საპარტნიორო ფონდი და სააგენტო “აწარმოე საქართველოში” გააერთიანა. მის გენერალურ დირექტორად ირაკლი გაბრიაძე დაინიშნა.

მთავრობის განცხადებების თანახმად, 2026 წლის განმავლობაში სს "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" დაფინანსებას მიიღებს ბიუჯეტის იმავე მუხლიდან, რომლითაც ეკონომიკის სამინისტრო სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ს აფინანსებდა, რაც 232.7 მილიონ ლარს შეადგენდა, ჯერჯერობით კორპორაციის ბიუჯეტის კორექტირების შესახებ ან მისთვის ახალი პროგრამების დამატების შესახებ მთავრობის მხრიდან ახალი ბრძანების ან განკარგულების გამოცემა არ მომხდარა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE